ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დააზიანა.
„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.
ამასთან, მან უარი თქვა ურანთან დაკავშირებით კომენტარზე.
იემენელ „ჰუსიტებთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას ეფი დეფრინმა აღნიშნა, რომ ისრაელი მრავალფრონტიანი ომისთვის ემზადებოდა.
„ჩვენ ვივით, როგორ დავიცვათ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ვმოქმედებთ, არ ვსაუბრობთ. დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

