ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, გარდამავალ პროცესს უხელმღვანელოს.
რეზა ფეჰლევის განცხადებით, როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება, ირანელ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო.
„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ გადადის ირანი დევიზიდან „სიკვდილი ამერიკას“, „ღმერთმა დალოცოს ამერიკამდე“? პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. მე კი ვაპირებ, კვლავ დიდებული გავხადო ირანი“, – განაცხადა რეზა ფელჰევმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ტაშითა და შეძახილებით საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

