რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემს, რაც მათ ამერიკელების მოკვლაში ეხმარება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კალასმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ აჩვენებს, თუ რატომ უნდა გააგრძელოს ევროპამ კრემლზე ზეწოლა უკრაინაში ომთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარება ამერიკელების მიზანში ამოღებაში, ამერიკელების მოკვლაში. რუსეთი ასევე უჭერს მხარს ირანს დრონებით, რათა მათ შეძლონ მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა“, – განუცხადა კაია კალასმა ჟურნალისტებს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე სამხედრო დარტყმები დაიწყეს, ახლო აღმოსავლეთი კონფლიქტში, სულ მცირე, 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

