სამშაბათი, მარტი 24, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმ თამარ წერეთელმა და შპს „ემ ეს სი ჯორჯიას” მმართველმა დირექტორმა ალქან ალიჯიქმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული გამოცდილება მიიღონ. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, გლობალური ლოგისტიკურ გიგანტთან, MSC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ და საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ MSC აქტიურად იწყებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, რაც თანამედროვე ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს ახალი კადრები, სტუდენტებს კი რეალურ პროფესიულ გარემოში მუშაობის შანსი ეძლევათ. ერთობლივი კვლევითი პროექტები და აკადემიური რესურსების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. გარდა ამისა, პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, რაც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები დაეუფლონ იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში, მსგავსი ინიციატივები ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ზრდის პროდუქტიულობას, ინვესტიციების მიმზიდველობას და აძლიერებს ქვეყნის პოზიციებს გლობალურ ბაზარზე“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა, ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს

ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის უტიფარი და უწმაწური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას.„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავისი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა”- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა''- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს.

საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და  სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 1170 კოლოფი სიგარეტი, 2 სხვადასხვა მსუბუქი ავტომობილის საბურავში, ასევე სალონში არსებულ წინა პანელისა და საწვავის ავზში მალულად ჰქონდათ განთავსებული.ორივე ფაქტის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას –...

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.მისი თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.„ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, მეუფე შიო პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.მათივე ცნობით, მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება.„ოთხშაბათს, 25 მარტს, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.ამასთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს. მსახურება დაიწყება 14:00 საათზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები