ლიონელ ჟოსპენი იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი, პარტიის ლიდერი, მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს, 1997-დან 2002 წლებში.
საფრანგეთის სოციალისტური პარტიის საკვანძო ფიგურა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიონელ ჟოსპენი ორშაბათს, 23 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდა იმისა, რომ 1997-დან 2002 წლამდე ის იყო პარლამენტის წევრი, პარტიის ლიდერი, მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს, ჟოსპენი ასევე იბრძოდა პრეზიდენტობისთვის, თუმცა ორივეჯერ (1995 და 2002 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში) დამარცხდა.
ლიონელ ჟოსპენი სოციალისტური პარტიის მთავარი ფიგურა იყო. მისი პოლიტიკური აღმასვლა ისეთივე მასშტაბური იყო, როგორც ის მოვლენა, რომელმაც მისი კარიერა უეცრად დაასრულა – 2002 წლის 21 აპრილს მემარცხენე ძალები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავიდნენ, რითაც ჟან-მარი ლე პენის „ეროვნულ ფრონტს“ გაეხსნა გზა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ის პოლიტიკიდან წავიდა.

