მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.
„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ – განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

