კვირა, მაისი 3, 2026

ვიქტორ ყიფიანი – „ქართული ოცნების“ ხაზი ქაოსი და ექსტრემიზმია, თითქოს შიდა ჩემპიონატად იქცა, ვინ მეტად გაგვაკვირვებს – „ლელოს“ განცხადებაზე კი „ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც კომენტარები აკეთეს, უნდა ვუთხრა: აგაშენოთ ღმერთმა

როდესაც მოვისმინე „ლელოს“ განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას, ვერც არსს, ვერც დანიშნულებას , – ასე ეხმაურება „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი “ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ლელოს“ განცხადებაზე „ქართულმა ოცნების“ გამოხმაურებამ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც დღეს [„ლელოს“ განცხადებაზე] კომენტარები გააკეთეს, პირადად ჩემი სახელით უნდა ვუთხრა, აგაშენოთ ღმერთმა. ამან გააუქმა და მოსპო საჭიროება, რომ ვრცლად დავაკომენტარო „ლელოს“ განცხადება. ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო. გუშინ, როდესაც მოვისმინე ეს განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას,ვერც არსს, ვერც დანიშნულებას.მაგრამ დღეს აზრის განვრცობის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, ბოლო პერიოდში „ოცნების“ მმართველობის ხაზი ორი ნიშნით ხასიათდება: ქაოსი და ექსტრემიზმი.

“„ქართული ოცნების“ [პოლიტიკური] ხაზი ორი ნიშნით შეიძლება დავახასიათოთ: ეს არის ქაოსი და ექსტრემიზმი. მათი ხელწერა ჩემზე პირადად სხვა შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მათ პირობებში ქაოსი, ექსტრემიზმთან შერწყმით, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში შფოთის, მუდმივი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დანერგვა, ხოლო ქვეყნის გარეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ტრავმის მიყენება.

რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, პრესკონფერენცია, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ შიდა ჩემპიონატად იქცა. რამდენიმე ლიდერია, ხან ერთი დაწინაურდება, ხან მეორე. არის რამდენიმე, ვინც ყველაზე მეტად გვაკვირვებს, ეს ურთიერთგაკვირვება არ მთავრდება“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ცნობისთვის, “ლელო – ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაისში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 დღე დაისვენებენ – დეტალურად

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის დასრულებამდე კიდევ 4 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.დასვენების დღეებია:  9 მაისი - გამარჯვების დღე, 12 მაისი - ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.სასწავლო წელი 15 ივნისს  დასრილდება.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა – კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და...

საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა - კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხმაურება.როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთი მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორე მხრივ ხალხის შევიწროებას“.„1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა. იხსნება ახალი საჯარიმო მოედნები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამას ემატება ბევრად მეტი საჯარიმო კამერა.საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა. თბილისში პარკინგი შემცირდა 5 ათასი ადგილით იმის გამო, რომ სახლები ჩადგეს, შესაბამისად ლეგალური დასაყენებელიც არსადაა, ამიტომ დაჯარიმება თითქმის გარდაუვალი ხდება.თან ეს იმ პირობებში, რომ კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად.მოკლედ, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთის მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორეს მხრივ ხალხის შევიწროებას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო დეპარტამენტი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დაახლოებით რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.განცხადების თანახმად, ქვეყნებს შორის არიან ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. ჯამურად, იარაღის ღირებულება რვა მილიარდ დოლარს აჭარბებს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღო. უწყების განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განსაზღვრა, რომ არსებობდა „საგანგებო მდგომარეობა“, რაც ქვეყნებისთვის იარაღის დაუყოვნებლივ გაყიდვას მოითხოვდა.როგორც „სიენენი” წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადმინისტრაცია საგანგებო მიზეზით კონგრესის გვერდის ავლით მოქმედებს. მარტის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ანალოგიური გადაწყვეტილებით ისრაელს იარაღი მიჰყიდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება, იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა ხელისუფლებისთვის

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ამ საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა. მანამდე იყო გარკვეული კამპანიური სახის გზავნილები ფასებთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა, მათ შორის, სოციალური მედიის მეშვეობით, მაგრამ აბსოლუტურად ზედაპირულად წარიმართებოდა დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ. ზოგადად, ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, მათ შორის მტკივნეული უშუალოდ ხელისუფლებისთვის. კორუფციასთან დაკავშირებით დისკუსია ჩვენ თვითონ გავხსენით და საზოგადოებამ დღეს ბევრად მეტი იცის, რა გამოწვევები არსებობდა, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. ჩვენ გვქონდა დებატები, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის ენერგეტიკა, სადაც არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები, თუმცა ეს სტერეოტიპები არსებითად დაიმსხვრა იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც საჯაროდ წარიმართა. ინვესტიციებთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები, განათლების რეფორმაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.„საზოგადოებას აინტერესებს ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად თითოეული მოქალაქე ამით დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესებიც და გნებავთ სუბიექტური ინტერესიც იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის. ეს სუბიექტური ინტერესი არის, ბუნებრივია. ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან მგრძნობიარე და როდესაც საკითხი არის მგრძნობიარე სოციალური კუთხით, იქ სპეკულირებაც ადვილია. თავისი მინუსებიც აქვს ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს და ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაიხედავს. არის გარკვეული კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობდა, მაგალითად სად უფრო ძვირია იგივე პროდუქტი, საქართველოში თუ ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაეცეს ობიექტური პასუხი. არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტების გაიაფება – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს ფასწარმოქმნის მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელემენტს. ეს შეიძლება იყოს თვითონ პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, მერე უშუალოდ რეალიზაცია საცალო ქსელებში. თითოეული ეს კომპონენტი არის გასაანალიზებელი იმისათვის, რომ ჩვენ იბიექტურად გავიგოთ, არის თუ არა ფასების შემცირების სივრცე და რესურსი, არის თუ არა სათანადო კონკურენცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება გარკვეული მოცემულობა აჩენდეს კარტელური გარიგებების ეჭვს და შეიძლება არ იყოს კონკურენცია სათანადო. ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო და არის კითხვებზე პასუხის მიღება“, – განაცახადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები