კვირა, მაისი 3, 2026

გერმანული პრესა: ირანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები ჩაიშალა

ირანის ახალ ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნა ადასტურებს – თეირანში ყალიბდება სამხედრო დიქტატურა, რომელშიც რევოლუციური გვარდია დომინირებს. ეს ძალა კაპიტულაციაზე არ ფიქრობს და ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან.

„ირანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები ჩაიშალა,“ – წერს გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ და დასძენს: „მოჯთაბა ხამენეის კანდიდატურის წამოყენება ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმი კაპიტულაციაზე არ ფიქრობს“.

გაზეთის ცნობით, ირანში შექმნილი ვითარების შესახებ რეალისტური სურათის წარმოჩენა ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან უკვე 10 დღე გავიდა.

„ვაშინგტონიდან წამოსული ტრიუმფალური ცნობები თანხვედრაში არ არის იმ ფაქტთან, რომ ირანელები თავიანთ მეზობლებსა და ისრაელს ისევ ბომბავენ,“ – წერს გერმანული გაზეთი და იქვე ამატებს, რომ ირანული რაკეტებით მიყენებულ ზიანს არც თეირანის მიერ გავრცელებული თავდაჯერებული განცხადებები შეესაბამება.

როგორც „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს, ტრამპის მიერ უარყოფითად შეფასებული ფიგურისთვის ძალაუფლების გადაცემამ აჩვენა, რომ „ვენესუელური სცენარით“ ირანში მოვლენების განვითარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გერმანული გაზეთი მიიჩნევს, რომ ორივე მხარის სტრატეგიული პოზიცია უარესდება: ირანი კარგავს სამხედრო რესურსს, რადგან მისი იარაღის დიდი ნაწილი უკვე განადგურდა, ხოლო აშშ-ისრაელის ალიანსი, სახმელეთო ძალების გარეშე, მოვლენების საკმარისად გაკონტროლებას ვერ ახერხებს.

„ამ დაპირისპირების საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია,“ – დაასკვნის გაზეთი.

თავის მხრივ, „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, რომ ირანის უმაღლეს თანამდებობაზე მოჯთაბა ხამენეის ნომინირება, ფაქტობრივად, გადატრიალება იყო და არა არჩევნები.

„ხამენეის, როგორც ხელისუფლების უწყვეტობის სიმბოლური ფიგურის, ქვეყნის სათავე მოსვლით, ისლამური რესპუბლიკა სამხედრო დიქტატურად გადაიქცა,“ – აცხადებს „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ და დასძენს, რომ დღეს თეირანის მმართველები არიან გენერლები და პოლიტიკოსებად ქცეული ყოფილი გენერლები, რომლებიც არც ტრამპთან და არც საკუთარ ხალხთან დიალოგს არ აპირებენ.

ჟურნალი „შპიგელი“ კი წერს, რომ ამჟამად „ირანში დღის წესრიგს რადიკალები ადგენენ“ და რომ მოჯთაბა ხამენეიზე არჩევანის გაკეთება ნიშნავდა რევოლუციური გვარდიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რომელიც ტრამპთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.

ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ მოჯთაბა ხამენეი მჭიდროდ არის გვარდიასთან დაკავშირებული. ის, უკვე 17 წლის ასაკში, მათ რიგებში ერაყის წინააღმდეგ იბრძოდა.

„შპიგელის“ აზრით, რეფორმატორები, მათ შორის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, საბოლოოდ დამარცხდნენ, ახალი ლიდერი და მისი გარემოცვა კი „დაპირისპირებაზე დებენ ფსონს“.

 

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რესპუბლიკელი სენატორები როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი – გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მსგავსი მასშტაბის გადაწყვეტილებები უნდა შეთანხმდეს კონგრესთან და აშშ-ის მოკავშირეებთან

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მიერ გერმანიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „ძალიან შეშფოთებული არიან“ პენტაგონის გადაწყვეტილებით, რომელიც გერმანიიდან ამერიკული ჯარების ნაწილის გაყვანას ითვალისწინებს.მათი თქმით, მსგავსი მასშტაბის ცვლილებები უნდა შეთანხმდეს როგორც კონგრესთან, ისე აშშ-ის მოკავშირეებთან.რესპუბლიკელი სენატორები განცხადებაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდაც კი ვერ უზრუნველყოფს იმ შესაძლებლობებს, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების შემცირებას ჩაანაცვლებს.მათი შეფასებით, ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირება შეასუსტებს შეკავების პოლიტიკას და არასწორ სიგნალს გაუგზავნის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.ამასთან, მათი თქმით, ელოდებიან, რომ დეპარტამენტი უახლოეს პერიოდში დეტალურად განიხილავს ამ გადაწყვეტილებას კონგრესთან და შეაფასებს მის გავლენას აშშ-ის სამხედრო სტრატეგიასა და ნატო-ს უსაფრთხოებაზე.ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანების მიხედვით, გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.

მაისში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 დღე დაისვენებენ – დეტალურად

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის დასრულებამდე კიდევ 4 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.დასვენების დღეებია:  9 მაისი - გამარჯვების დღე, 12 მაისი - ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.სასწავლო წელი 15 ივნისს  დასრილდება.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა – კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და...

საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა - კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხმაურება.როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთი მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორე მხრივ ხალხის შევიწროებას“.„1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა. იხსნება ახალი საჯარიმო მოედნები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამას ემატება ბევრად მეტი საჯარიმო კამერა.საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა. თბილისში პარკინგი შემცირდა 5 ათასი ადგილით იმის გამო, რომ სახლები ჩადგეს, შესაბამისად ლეგალური დასაყენებელიც არსადაა, ამიტომ დაჯარიმება თითქმის გარდაუვალი ხდება.თან ეს იმ პირობებში, რომ კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად.მოკლედ, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთის მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორეს მხრივ ხალხის შევიწროებას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო დეპარტამენტი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დაახლოებით რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.განცხადების თანახმად, ქვეყნებს შორის არიან ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. ჯამურად, იარაღის ღირებულება რვა მილიარდ დოლარს აჭარბებს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღო. უწყების განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განსაზღვრა, რომ არსებობდა „საგანგებო მდგომარეობა“, რაც ქვეყნებისთვის იარაღის დაუყოვნებლივ გაყიდვას მოითხოვდა.როგორც „სიენენი” წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადმინისტრაცია საგანგებო მიზეზით კონგრესის გვერდის ავლით მოქმედებს. მარტის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ანალოგიური გადაწყვეტილებით ისრაელს იარაღი მიჰყიდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება, იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა ხელისუფლებისთვის

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ამ საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა. მანამდე იყო გარკვეული კამპანიური სახის გზავნილები ფასებთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა, მათ შორის, სოციალური მედიის მეშვეობით, მაგრამ აბსოლუტურად ზედაპირულად წარიმართებოდა დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ. ზოგადად, ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, მათ შორის მტკივნეული უშუალოდ ხელისუფლებისთვის. კორუფციასთან დაკავშირებით დისკუსია ჩვენ თვითონ გავხსენით და საზოგადოებამ დღეს ბევრად მეტი იცის, რა გამოწვევები არსებობდა, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. ჩვენ გვქონდა დებატები, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის ენერგეტიკა, სადაც არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები, თუმცა ეს სტერეოტიპები არსებითად დაიმსხვრა იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც საჯაროდ წარიმართა. ინვესტიციებთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები, განათლების რეფორმაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები