ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა უარყო, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია.
როგორც ყალიბაფმა განაცხადა, ომის დაწყებიდან ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავდა მტრის თავდაცვის სისტემების განეიტრალებას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მათ ახლა შეუძლიათ, „უფრო ნაკლები რაკეტით ნებისმიერ სამიზნეს დაარტყან“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რაკეტების და სხვა იარაღის „უმეტესობა“ განადგურებულია.

