ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ექიმებმა დაასახელეს 7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

სხეულში მოდებული და მოძლიერებული კიბოს უჯრედები ძალიან სწრაფად იწყებენ ადამიანის ორგანიზმის მოკვდინებას. სამედიცინო სფერო ამ პროცესს ქიმიოთერაპიის დახმარებით ებრძვის.

არცერთ საკვებს არ შეუძლია კიბოსგან დაცვა თავისთავად, დამოუკიდებლად. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ისეთი დიეტა, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, პარკოსნებითა და სხვა მცენარეული პროდუქტებით, მრავალი სახის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.

1. წითელი ღვინო

ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მოხმარება ზრდის გარკვეული სახეობების კიბოს განვითარებას ადამიანის ორგანიზმში. თუმცა, წითელი ღვინო გამონაკლისია. ამ სასმელში არის ძლიერი მოლეკულები, რომლებსაც ეძახიან “რესვერატროლებს” – ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავს ყურძნის კანი. სოწრედ ეს ნივთიერება ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს. 225 მლ. გრ. წითელი ღვინო შეიცავს 640 მკგ როსვერატროლს, მისი მიღება საჭიროა დღის მანძილზე 200-600 მკგ. ოდენობით!

2. პომიდორი

ნივთიერება, სახელწოდებით ‘’ლიკოლენი’’, ცნობილია კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლით. პომიდორი ამ ნივთიერების შემცველი ბუნებრივი პროდუქტია.

3. კურკუმა

კურკუმას შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტი სახელწოდებით ‘’კურკუმინი’’. ის აფერხებს კიბოს განვითარებას ქრონიკული დაავადების უჯრედულ-სასიგნალო ასპექტებში ჩარევით. კურკუმინი აფერხებს ისეთი კიბოს სახეობების განვითარებას, როგორიცაა ძუძუს, ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, ნაწლავის კიბო და ა.შ.

4. შავი მოცვი

შავი მოცვის წვენი ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებას, ხოლო მისი ექსტრაქტი ამცირებს სიმსივნეს და აფერხებს ავთვისებიანი უჯრედების გავრცელების პროცესს.

5. ჟოლო

ჟოლო ოდითგანვე ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მჟავა და ანთებითი პროცესების განვითარების შეფერხებაში, რითაც ასევე ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში.

6. ყავა და მწვანე ჩაი

ეს ორი პოპულარული სასმელი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებების მთელ კომპლექსს.

7. შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი ძალიან სასარგებლოა: ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის გაჯანსაღებას, ავთვისებიანი უჯრედების გავრცელებასთან ბრძოლას და ყველაფერთან ერთად ამაღლებენ განწყობას!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 10 დამნაღმველი გემი, წინ კიდევ ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ათი დამნაღმველი გემი გაანადგურა.„სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრია“, – წერს ტრამპი.

„სიენენი“ – ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში

ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ „ვიწრო წერტილში“, რომელიც ნედლი ნავთობის დაახლოებით ერთ მეხუთედს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, დანაღმვა მასშტაბური არ ყოფილა, ბოლო დღეებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა.„სიენენის“ ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საკმარის შესაძლებლობებს ფლობს, წყლებში ასობით ნაღმისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ნავების განსათავსებლად.„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად აკონტროლებს სრუტეს ირანის საზღვაო ფლოტთან ერთად, მანამდე დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს თავს დაესხმებოდა და არხი ომის დაწყების დღიდან ფაქტობრივად დაკეტილია.

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში – რაც შეეხება სამხედროების შესვლას, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს

პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.“როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების პოზიციაშია, ის არ ამბობს, რომ ირანული რეჟიმი თავად გამოვა და იტყვის ამას. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანის საფრთხეებს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი.შემიძლია ცარიელი მუქარა გავაჟღერო, მაგრამ თუ ქმედებებით არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარაა.ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდესაც აღარ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ და პირდაპირ საფრთხეს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისადმი”, - განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ირანში ამერიკელი სამხედროების შესვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპი ამ ვარიანტს არ გამორიცხავს.“რაც შეეხება სამხედროების შესვლას, პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე. ბრძნულად, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც ჩვენი მთავარსარდალი”, - განაცხადა ლევიტმა.

ცოტნე კობერიძე – ადამიანებს სიტყვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს, უბრალოდ, ამის იქით სხვა...

ზიანის პრინციპის დადგენა ძალიან რთულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვაზე და გამოხატვაზე, რადგან გარდა გამომხატველისა, მნიშვნელოვანია, ვისაც ის მიემართება, რას აღიქვამს შენი სიტყვიდან, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, „არის თუ არა მისთვის მისაღები გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ფორმით და სიძულვილის ენა შესაძლებელია თუ არა, გამოყენებული იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.შეკითხვაზე, „რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაგალითად, ადამიანისთვის მონის დაძახება“, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ეს სასამართლოში დამტკიცდა.„მე პირადად, ბიძინას მონა დავუძახე ღარიბაშვილს, ბათუმში, რამდენიმე წლის წინ და სასამართლომ გამამართლა. ანუ, სიტყვის თავისუფლების სტანდარტში ეს ჯდებოდა. ახლა რაღაცები შეიცვალა კანონში ცვლილების მიღმაც, მაგრამ აქ ყველაფერი მაინც ხელისუფლების ნებაზეა, იმ დროს რა როგორ უნდა. მკაფიოდ ამოვდივარ მაინც ზიანის პრინციპზე, რომ სადღაც კონკრეტული შემთხვევა მოხდა და შემდეგ ამით შეგიძლია, ახსნა, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდო. ისე, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდა შეუძლებელი კონცეპტია.დღეს მეც რომ შემეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ვთქვათ, უზრდელი სიტყვების თქმა, ხვალ მოვიდე გადაცემაში და ჩემი ოპონენტი, რომელსაც შეიძლება, ვერ ვიტანდე, ვაქო, იხაროს შენმა გამზრდელმა, იხაროს დედაშენმა, რა მაგარი კაცი ხარ-თქო, ხომ ყველა მიხვდება, რომ ჩემში სხვა მოტივია ჩადებული და სხვა რაღაც ხდება?“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.შეკითხვაზე, „ვინ ადგენს და როგორ დგინდება ზიანის მასშტაბი“, – ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ როცა არსებობს სასამართლო და ენდობი, ის ადგენს, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შენმა ნათქვამმა გამოიწვია თუ არა ზიანი.ცოტნე კობერიძის განცხადებით, მეტროში ჩასვლისას ვიღაც ადამიანმა მას ქვეყნის გამყიდველი უწოდა.„ქვეყნის გამყიდველი დამიძახა მეტროში. ვფიქრობდი, ასეთი რა გავყიდე ეს ქვეყანა-თქო? მეტი საშუალება არ მაქვს, მაგრამ იმ ადამიანის პოზიცია იყო. შეიძლება, ჩემზე მეტად ვერავინ იხეიროს, ასეთი კანონი რომ არსებობდეს, მაგრამ რა ვუთხარი იმ პოლიტიკოსს, რომელიც მაგ შიშის გამო სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. არ მინდა, ვინმეს კანონის შიშის გამო მოვწონდე, ვუყვარდე, ასე გამოხატავდეს და სულ სხვანაირად ცხოვრობდეს. ეგ იყო საბჭოთა კავშირში, როცა ორნაირი მორალი არსებობს, ერთი საგარეო მორალი, კინო, თეატრი, რაშიც იმყოფები და მეორე იმის მიღმა რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ იმის მიღმა ერთმანეთისადმი სიძულვილი არსებობს. ნანახი გვაქვს პლაკატები პოლიტიკოსების, სისხლიანი ბანერები არსებობს, მთელი თბილისი იყო ასე და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყველაზე კარგი პოლიციელი ამ შემთხვევაში არის საკუთარი სინდისის ხმა. საკუთარი სინდისის ხმა არის პოლიცია, რომელიც ყველგან დაგყვება. შენ იმ ხმის თუ არ გჯერა და ასეთი კულტურა ჩვენ არ გვაქვს, რომ საკუთარი სინდისის ხმა გვაკავებს, ეს პოლიციელი გავხადოთ სახელმწიფო – მივიღებთ ბევრად ცუდ შედეგებს. უბრალოდ, ვერც შედეგს ვერ მივიღებთ და ეს ბერკეტი გამოყენებული იქნება მაშინ, როცა ვიღაც შენ არ მოგეწონება“, – განაცხადა კობერიძემ.მისივე თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის ადამიანებს ბოლო საუკუნეში არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში.„სამწუხაროდ, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ძალიან პოპულარული ხდება, რადგან ბევრი ადამიანია „ფეისბუქით“ ნაწყენი. უბრალოდ, ამის იქით კიდევ უფრო სხვა პრობლემები გამოჩნდება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

„საქართველოშიც გმართებთ ყურადღება… შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, მეტროებთან” – გოგა მანია

გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„09.03.2026 ახალი ჩანაწერი.ევროპის არცერთი ქვეყანა არ არის დაცული!! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, სალოცავებთან და ქვედანაყოფ ბაზებთან, მეტროებთან.ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას ( საქართველოშიც გმართებთ ყურადღება.. მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. ამერიკაში იქნება არაერთი აფეთქება!! გააზიარეთ 2028 წლამდე მსოფლიო მასშტაბით დავკარგავთ სულ ცოტა 12% ამას დაემატება ვულკანური ამოფრქვევებიც !!! საქართველო ყველაზე მეტად არის დაცული, თუმცა ახლა დიდი ყურადღება გმართებთ !!! ჩემი ჩანაწერებიდან რომელიც ყველაზე დაცულ ადგილას ვინახავთ! სანამ თქვენამდე მოვიტან ინფორმაციას მერწუნეთ უდიდესი ტკივილის ქვეშ მიწევს ყოფნა!!! მეტად დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!!!! გააზიარეთ !!!",- წერს გოგა მანია. 

ბოლო სიახლეები