სამშაბათი, მარტი 10, 2026

პერე ჟოან პონი – ჩემი განსასჯელი არ არის, პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, ისინი პატიმრობაში არიან პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებების გამო, ერთ-ერთი ნაბიჯია მათი გათავისუფლების განხილვა, რომლებმაც 50 პროცენტზე მეტი მოიხადეს

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატთან შეხვედრა, ეს თხოვნა გადავეცით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის სპიკერს. პასუხი უარყოფითი იყო, ჩვენ ამას ვიღებთ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სერიოზულია მდგომარეობაა საქართველოში და ისახავს თუ არა მიზნად ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული კანონები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პონმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას, მხარეთა ნაწილის თქმით, ქვეყანაში მდგომარეობა 2024 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.

„დღეს ზოგიერთი მხარისგან გავიგეთ, რომ მდგომარეობა 2024 წელთან შედარებით, სულ მცირე, არ გაუმჯობესებულა. პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს დღეს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის სასჯელის 50 პროცენტზე მეტი მოხდილი პატიმრების გათავისუფლების საკითხის განხილვა“, – განაცხადა პონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა დაკავებული პირები პოლიტპატიმრები, პერე ჟოან პონმა აღნიშნა, რომ ეს მისი განსასჯელი არ არის.

„ეს ჩემი განსასჯელი არ არის პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი პატიმრობაში არიან პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებების გამო. ჩვენ დიალოგს ვესწრებოდით, სადაც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა ერთმანეთთან ჩვენი მეშვეობით საუბრობდნენ.

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატთან შეხვედრა. ეს თხოვნა გადავეცით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის სპიკერს, პასუხი უარყოფითი იყო. ჩვენ ამას ვიღებთ. მთავრობას უფლება აქვს, უარი თქვას, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, განეხილათ ეს საკითხი. მიგვაჩნია, რომ თუ აპირებთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, რაზეც ამ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ, პოლიტიკური მოლაპარაკება საჭიროა.  მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ მიერ გამოცდილი სიტუაცია, სულ მცირე, გვავალდებულებს, ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მათ ეს უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი - ენცეფალიტი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია და ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთში, სადაც უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ამ დროისთვის ოჯახს სჭირდება 13 000 დოლარის შეგროვება, რათა შეძლონ ბავშვის გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:"კრედო ბანკი": GE28CD0360000021630087 - მიმღები თ.მ (პირადი 08001033853)"თიბისი ბანკი": GE07TB7678745064300026 - მიმღები თ.მ პირადი ნომერი (08001033853)"საქართველოს ბანკი": GE30BG0000000528950970 - მიმღები თ.მ პირადი(08001033853)

ეტიბარ ემინოვი – საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად...

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.

სტივ უიტკოფი – ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე დაიღალა, იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის...

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ არ არსებობს საერთო გეგმა, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს.მისივე თქმით, ირანი რეგიონის ქვეყნებს განურჩევლად ესხმის თავს.„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმით, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს საერთო გეგმა, როგორ მივიყვანოთ ეს ომი სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულამდე. ამასობაში, ჩვენ სახიფათო ესკალაციის მომსწრე ვართ. ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს ახლო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ჩვენ ამას უმკაცრესად ვგმობთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ გერმანიასა და ევროპას დაუსრულებელი ომი არ სურთ.„ჩვენ დაუსრულებელი ომის მიმართ ინტერესი არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს ინტერესი ირანის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრიობის ან ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევის მიმართ. ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში, ერაყში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ყველას დაგვაზარალებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებაზე და შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ ვითარებაზეც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით ისარგებლოს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობა მოიპოვოს.„ჩვენ ვიცით, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება, სად ხსნის შესაძლებლობებს ირანთან ომი. ირანის გარშემო დრამატული მოვლენები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ისინი განუყოფლად არის დაკავშირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობელ ომთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტნიორებს თავიანთი ძალები გაჰყავთ ნატო-ს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ ადგილზე ვრჩებით. ტვირთის გადანაწილება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები