კვირა, მარტი 8, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო არის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო და ლიბერალური სავიზო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, იმ ძირითად ეკონომიკურ  მიმართულებებს შორის, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ისახება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებაზე, უპირველესად, ხაზგასასმელია ტურიზმის ინდუსტრია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა წლიდან წლამდე საქართველოს ტურიზმის სექტორი აქტიურად იზრდებოდეს. ამ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ იმ რეკორდულ მონაცემებს, რომლებიც ყოველწლიურად ტურიზმის სექტორში ფიქსირდება. მაგალითისთვის შეგვიძლია, ავიღოთ გასული წელი და ვთქვათ, რომ სწორედ სახელმწიფოს ძალისხმევით რეკორდული, ისტორიული იყო ის მონაცემები, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში მივიღეთ ტურიზმიდან – 4,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალოდ ტურიზმიდან, ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს“, – განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ზოგადად, ტურიზმს უდიდესი პოზიტიური გადაცემის ეფექტი აქვს. მინისტრის ინფორმაციით, 130 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში და ფაქტობრივად, ყველა ოჯახი ქვეყანაში პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დამოკიდებული ან ჩართული ტურიზმის სექტორში.

„შესაბამისად, როცა ყოველწლიურად ვხედავთ მზარდ ნაკადებს, მათ შორის, დედაქალაქში, რეგიონებში, სოფლებში – ყველგან შეინიშნება უცხო ეროვნების ადამიანები, თუმცა, ყოველთვის ყველგან აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი, წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, ისევე როგორც ლიბერალური სავიზო პოლიტიკით სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქე შემოდის უვიზოდ, თუმცა, დაახლოებით იმავე რაოდენობის – 97 ქვეყნის მოქალაქეს ვიზა ესაჭიროება.

„შსს-სთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომელიც ტურიზმის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ქვეყანაში ზრდიდეს მიგრაციის დონეს. აქედან გამომდინარე, გასული წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, გამკაცრდა არსებული სავიზო რეგულაცია და 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვა დაწესდა – მათ დამატებით სჭირდებათ ერთწლიანი ვალიდური ბინადრობის მოწმობა, განსაკუთრებით ყურის ქვეყნებიდან, რომ ქვეყანა უვიზოდ გადმოკვეთონ, სხვა შემთხვევაში, თუ ეს ვადა ერთ წელზე ნაკლებია, მათ დასჭირდებათ ვიზა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი და პიტ ჰეგსეტი ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანს ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპმა და პიტ ჰეგსეტმა ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანი დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა ,,ჰილი” წერს. „იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, ეს ირანმა გააკეთა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლა ირანმა დაბომბა. დარტყმა ძალიან არაზუსტი იყო, როგორც იცით. მათ არანაირი სიზუსტე არ აქვთ. ეს ირანმა განახორციელა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. „ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, ირანია“, – განაცხადა ჰეგსეტმა. მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერს, ქეროლაინ ლევიტს ჟურნალისტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჰკითხეს, კერძოდ, განახორციელა თუ არა სკოლაზე დარტყმა აშშ-მა, რაზეც ლევიტმა უპასუხა,რომ მისთვის უცნობია. ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 165-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

ირანის ელჩი ალი მოჯანი-ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას

,,დონალდ ტრამპის მიერ განმეორებული გროტესკული ბრალდებები, თითქოს ირანელები „ბავშვებს თავს კვეთენ“ ან „ქალებს შუაზე ჭრიან“, პოლიტიკა არ არის — ეს არის შიშზე აგებული წაქეზება და დეჰუმანიზაცია. ირანის ხალხი არის ღირსების, კულტურისა და ჰუმანიზმის მქონე ცივილიზაციის მემკვიდრე. ისინი, ვინც ასეთი ბრალდებებს ბავშვებზე ასე მარტივად ავრცელებენ, პირველ რიგში უნდა დაფიქრდნენ ჯეფრი ეპსტაინის გარშემო დარჩენილ უპასუხო კითხვებზე და იმაზე, რაც მსოფლიომ გაიგო Little Saint James-ის შესახებ. ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია რეალურია და წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ...

Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.„ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“.რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინივიატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო ძალიან დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე ჩვენ გვქონდა ფინანსურ მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ტყიბულის მერმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძე ა.(ა.)ი.პ.  კომუნალური გაერთიანების დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ქალ თანამშრომლებს 8 მარტი  ყვავილებითა  და სასაჩუქრე ბარათებით ქალაქის ქუჩებში მიულოცეს.დავით კუბლაშვილმა, ქალბატონებს,  რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში,  კლიმატური პირობების მიუხედავად მუნიციპალიტეტის სისუფთავესა და იერ-სახის შენარჩუნებას ემსახურებიან, მადლობა გადაუხადა.დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე, ასევე მიულოცეს მერის მოადგილემ, მურმან ვერულაშვილმა, კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელმა, ავთანდილ ჭანტურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა.

ბოლო სიახლეები