თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის მიერ აზერბაიჯანში, ქალაქ ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, მედიის ცნობით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს.
ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უარყვეს აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება. შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.
