ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა Cyberwit-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს, „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს.
120-გვერდიან კრებულში პოეტის ბოლო წლების ლექსებია თავმოყრილი.
კრებული ინგლისურად თარგმნეს პოეტმა გაბრიელ გრიფინმა და ქეთი გახოკიამ.
წიგნის გარეკანზე ქეთი ჩიქოვანის მიერ გადაღებული ფოტოა გამოსახული, ხოლო თავად პოეტის ფოტოს ავტორია დანიელ ფერონი.

