აზერბაიჯანული წყაროები ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო-ვიდეოს ავრცელებენ.
ნახიჩევანში დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.
აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბაქო თეირანისგან მოითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

