ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, პრობლემების იდენტიფიცირება თითქმის დასრულებულია და სურათი არის.

„ჩვენი მიდგომა იქნება სექტორი გადავიყვანოთ ინსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ურთიერთობები გახდეს გამჭვირვალე, ბიზნესპროცესები ხანგრძლივი, პროგნოზირებადი. საერთო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენცია იყოს არა ასიმეტრიული, არამედ ჯანსაღი, დაბალანსებული და სტაბილური. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ სექტორში მოხდება მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღებთ ფასების შემცირების დინამიკას.

ამ ეტაპზე, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ“, – აღნიშნა მან.

კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში პირადად უნდა იყოს ჩართული

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი, რომელიც ირანის სულიერ ლიდერად აირჩიეს, მისთვის მიუღებელია. ტრამპის აზრით, მოჯტაბა ხამენეი გააგრძელებს აიათოლა ალი ხამენეის პოლიტიკას, რაც აშშ-ს ხუთ წელიწადში ომში დაბრუნებას აიძულებს.„ჩვენ გვინდა ვინმე, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს. ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის შვილი სუსტი ადამიანია. მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში მოხდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ირანის ელჩი: შესაძლოა კავშირი არსებობდეს ნახჭევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმასა და აფხაზეთში გავრცელებულ ინფორმაციებს შორის-არ არის გამორიცხული, უცნობი აქტორი კავკასიის სტაბილურობის დარღვევას ცდილობდეს

,,თითქოს, გარკვეული კავშირი არსებობს დღეს #ნახჭევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმასა და წუხელ #აფხაზეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებსა და ჭორებს შორის. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ უცნობი აქტორი ცდილობს დაარღვიოს #კავკასიის სტაბილურობა და ერთმანეთს დაუკავშიროს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და #უკრაინის ომი. ჩემი აზრით, ექსპერტები და მედიასაშუალებები დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ამ მოვლენებს. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ხოლო კავკასიის უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამავდროულად კი ნათელია, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, აგრესორთა სამხედრო და ლოჯისტიკური ობიექტები შესაძლოა თავდაცვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდეს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

კირ სტარმერი – ბრიტანეთი ირანზე თავდასხმაში არ ჩაერთვება, კატარში გავაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.კირ სტარმერის თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ ჩაერთოს ისრაელისა და აშშ-ს ირანზე თავდასხმაში უცვლელი რჩება, ხოლო საუკეთესო გზა ირანისა და მსოფლიოსთვის ახლა მოლაპარაკებების გზით შეთანხმებაა.პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი კატარში Typhoon-ის ტიპის ოთხ თვითმფრინავს აგზავნის.„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს ესკადრილიას კატარში და მთელ რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სტარმერმა.სტარმერს ასევე ჰკითხეს ტრამპის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა.საპასუხოდ სტარმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპზე დამოკიდებულია აშშ-ისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მასზე – ბრიტანეთისთვის სწორი გადაწყვეტილების.„არაფერი საკამათო ამაში არ არის“, – აღნიშნა სტარმერმა.

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები და აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პროტესტი გამოხატა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.მათივე ცნობით, აბას არაღჩიმ შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის გამო და განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ და სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

ვიქტორ ორბანი – არანაირი გარიგება და კომპრომისი არ იქნება, ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას

ჩვენ ძალით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ორბანის თქმით, უნგრეთს აქვს პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები, რათა აიძულოს უკრაინას ნავთობის ტრანზიტის განახლება.„არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. უნგრეთის ენერგია მალე კვლავ „დრუჟბის“ მილსადენით იმოძრავებს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. 

ბოლო სიახლეები