პარასკევი, მარტი 6, 2026

ლევან ბეჟაშვილი – ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს, ალბათ, „ქართულ ოცნებაში“ უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც შეიძლება წარსული შეახსენო – ჩვენ აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება

როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო – აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ალიანსზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაა“.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

„ოპოზიციის ალიანსი არის საქართველოს მილიონი მოქალაქის, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი. დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არის პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და არამხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ სენის წინააღმდეგ, რომელიც სჭირს საქართველოს. არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ეს იქნება ხალხის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ყველა ჯგუფის გაერთიანება, რომ ეს რუსული რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყანას. როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს.

ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო. არა წარსული, არამედ აწმყო და მომავალი. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, კონსოლიდაციას, რათა მომავალში უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი ამოცანა.

დღეს განვსაზღვრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფები, რეგიონული და საარჩევნო ჯგუფების შემადგენლობა. ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან”,- აღნიშნავს ბეჟაშვილი.

გარდა ამისა, ლევან ბეჟაშვილი აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„მერწმუნეთ, ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩამოთვლილია, არ უზრუნველყოფს და არ ადასტურებს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამაზე დიდი ილუზია ნუ ექნება „ქართულ ოცნებას“. ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რასაც ყოველთვის იღებდნენ, მათ უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების განმტკიცება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. ამ გზავნილს ისინი აუცილებლად მიიღებენ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში ომი არ გააფართოვოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში ომი „არ გააფართოვოს“. ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი ლიბანის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტრანსპორტიორებს, ოპერატიულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას მიაწვდის.მაკრონი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელის მიმართულებით სროლა, დაყაროს იარაღი და „აჩვენოს, რომ არ არის საზღვარგარეთიდან ბრძანებების მიმღები მილიცია“.საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს ლიბანში ჯარების ადგილზე განთავსებისგან ან „ფართომასშტაბიანი ოპერაციის“ დაწყებისგან.„ლიბანის ხელისუფლებამ მომცა ვალდებულება, რომ აკონტროლოს „ჰეზბოლას“ მიერ დაკავებული პოზიციები და სრულად აიღოს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე მთელ ეროვნულ ტერიტორიაზე. მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. საფრანგეთი გააძლიერებს თანამშრომლობას ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან და მიაწვდის მათ ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე ოპერატიულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას“,- განაცხადამაკრონმამისი თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ იმისთვის, რომ ლიბანი „კიდევ ერთხელ არ ჩაითრიოს ომში“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა.„ჩვენ უკვე ნოემბერში შევიკრიბეთ პრემიერ-მინისტრთან ძალიან პატარა ფორუმზე და პრემიერ-მინისტრმა დაისახა მიზანი – ხამენეის განადგურება“, – განუცხადა კაცმა ისრაელის N12 ტელევიზიას.მისი თქმით, აიათოლას მოკვლა 2026 წლის შუა პერიოდი იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გეგმა საბოლოოდ ვაშინგტონს გაუზიარეს და იანვარში, ირანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ირანს შესაძლოა, აშშ-სა და ისრაელზე იერიში მიეტანა, ამიტომაც ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმა დაჩქარდა.ცნობისთვის, ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია ირანის ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკური რაკეტების პროექტში არსებული ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა და რეჟიმის შეცვლა. „როიტერი“ წერს, რომ ირანის მმართველებმა ჯერჯერობით ძალაუფლების დათმობის არანაირი ნიშანი არ გამოავლინეს.ირანის სახელმწიფო მედიამ პირველ მარტს დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

კაია კალასი – ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ახლა რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ომში

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ „ირანი ომის ექსპორტიორია“ და და ის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს.შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან ერთად ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა აღნიშნა, რომ ამჟამად ირანის რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. მისი თქმით, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს აქვთ მექანიზმები, რომლებიც წევრებს საშუალებას აძლევს, გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა დახმარება სხვა წევრი ქვეყნებისგან.„ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ამჟამად, რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. თუმცა, ირანი მარტო იბრძვის და მისი სამხედრო შესაძლებლობები განუსაზღვრელი არ არის. არავინ იცის, რას უმზადებს ირანს მომავალი. როგორც წესი, რეჟიმები შიგნიდან ინგრევა და არა გარედან. ირანი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ირანელ ხალხს აქვს შანსი, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ ვეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად, რომ ის უფრო შორს არ წავიდეს, რადგან რეგიონს კიდევ ერთი ომი არ სჭირდება“- განაცხადა კალასმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ირანში მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ, კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ „ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადიან“.IDF-ის შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის თქმით, ეს „რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო დაანგრევს“, რადგან აშშ და ისრაელი ერთობლივი ოპერაციით ირანზე ზეწოლის გაზრდასა და მის კიდევ უფრო დასუსტებას ცდილობენ.ზამირის თქმით, ისრაელი ირანს ექვსი დღის განმავლობაში „შეუჩერებლად“ ურტყამს და ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.„მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ დავამყარეთ საჰაერო უპირატესობა და ჩავახშეთ ბალისტიკური რაკეტების მასივი, ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ. ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, რომელთა გამხელას არ ვაპირებ“,- განაცხადა ზამირმა.

მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო სიახლეები