ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, ვისურვო, რომ საქართველოს ჰქონდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით

მიმაჩნია, რომ სომხეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რსებული პრობლემები და გამოწვევები დაძლიონ.

„საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, რაც ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება. არავისთვის არის უცხო, რომ საქართველო სომეხი ტურისტებისთვის იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი დანიშნულება დასვენებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში, აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გქონდა საშუალება, გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დააფუძნეს.

მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი, ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება.

დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება „ტრამპის გზის“ („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“) საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, საქმე ეხება ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად როცა აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოლაპარაკების მაგიდის აფეთქება ზიზღის გამო“, – დაწერა აბას არაღჩიმ. 

სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომართეს მშობლებმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ირღვეოდა მათი შვილების უფლებები, ვინაიდან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ სასკოლო მზაობის ეტაპი და შეეძლოთ აღნიშნულის დადასტურებაც.„მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მშობლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მითითებულ პერიოდში დაბადებული ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ განათლების პოლიტიკის შემდგომი დაგეგმვის პროცესში ერთ-ერთ ძირითად პრინციპად გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მსგავსი საკითხები განიხილება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები