ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ალი ლარიჯანი: ვინ არის და როგორ მოიპოვა მთავარი როლი ირანის პოლიტიკაში ხამენეის გარდაცვალების შემდეგ?

ირა­ნის პო­ლი­ტი­კის ვე­ტე­რა­ნი, ალი ლა­რი­ჯა­ნი ირა­ნის რე­ჟი­მის უსაფრ­თხო­ე­ბის იერ­არ­ქი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა.

ლა­რი­ჯა­ნი 1958 წელს, ერა­ყის ქა­ლაქ ნა­ჯაფ­ში და­ი­ბა­და, ცნო­ბი­ლი ირა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, აია­თო­ლა ჰა­შემ მირ­ზა ამო­ლის ოჯახ­ში, რო­მე­ლიც შაჰ­მა, მო­ჰა­მედ რე­ზამ ერაყ­ში გა­და­ა­სახ­ლა. ალი ლა­რი­ჯა­ნიმ გა­ნათ­ლე­ბა ერაყ­ში მი­ი­ღო, მას ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი აქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ძმებს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ მთავ­რო­ბა­ში, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ალი ლა­რი­ჯა­ნი იყო ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წევ­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი გახ­და. ასე­ვე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დიო კომ­პა­ნია IRIB-ს, რო­მე­ლი­ცი­რა­ნის მე­დია დღის წეს­რიგს ქმნის.

2005 წლი­დან 2007 წლამ­დე ლა­რი­ჯა­ნი ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე მთა­ვა­რი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და იცავ­და თე­ი­რა­ნის უფ­ლე­ბას ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბა­ზე. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ის დიპ­ლო­მა­ტი­ის გზით ცდი­ლობ­და და­სავ­ლე­თის დარ­წმუ­ნე­ბას და პრაგ­მა­ტის­ტად ით­ვლე­ბო­და. 2005 წელს ის კენ­ჭს იყ­რი­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო. 2021 და 2024 წლებ­შიც სურ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა მე­ურ­ვე­თა საბ­ჭოს მიერ დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

2008 წლი­დან 2020 წლამ­დე ლა­რი­ჯა­ნი პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეპო­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კო­სად იქცა. მისი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით, ირან­მა ორ­წლი­ა­ნი რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, 2015 წელს, მსოფ­ლი­ოს ექვს ძა­ლას­თან ბირ­თვულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია. 2018 წელს კი დო­ნალდ ტრამპმა, თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს, ამ ძნე­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბი­დან ამე­რი­კა გა­იყ­ვა­ნა.

  • 2021 წელს, ხა­მე­ნე­იმ ლა­რი­ჯა­ნი ჩი­ნეთ­თან 25-წლი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მომ­ლა­პა­რა­კებ­ლად და­ნიშ­ნა.

ლა­რი­ჯა­ნი მთე­ლი თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და ხა­მე­ნე­ი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით და სის­ტე­მა­ში ხში­რად მე­ტო­ქე ფრაქ­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პრაგ­მა­ტის­ტის რე­პუ­ტა­ცი­ით.

ატო­მურ პროგ­რა­მა­ზე აშშ-სთან არა­პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად შუ­ა­მავ­ლის რან­გში ომან­ში ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ვი­ზიტ­მა ხაზი გა­უს­ვა მის, რო­გორც ხა­მე­ნე­ის სან­დო სტრა­ტე­გის სტა­ტუსს.

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­რი­ჯა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე ეწ­ვია თე­ი­რა­ნის მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, მოს­კოვს, რათა გა­ნე­ხი­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი, რაც მისი მა­ღა­ლი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის კი­დევ ერთი ნი­შა­ნი იყო

ბირ­თვულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მისი ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლად ჟღერ­და.

“ჩემი აზ­რით, ეს სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყდეს“, – გა­ნა­ცხა­და ლა­რი­ჯა­ნიმ თე­ბერ­ვალ­ში ომა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, აშშ-სთან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას. ამავდრო­უ­ლად, ლა­რი­ჯა­ნიმ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა “ვე­რას­დროს გა­ნად­გურ­დე­ბა“.

იან­ვრის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო და თე­ი­რან­ში აშშ-ის შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შიში გაძ­ლი­ერ­და, აია­თო­ლა ხა­მე­ნე­იმ ალი ლა­რი­ჯანს სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცია სთხო­ვა. მას შემ­დეგ, მა­ღა­ლი რან­გის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ლა­რი­ჯა­ნიმ კრი­ზი­სის მარ­თვა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, რი­თაც მისი გავ­ლე­ნა უფრო გა­მო­იკ­ვე­თა.

იან­ვრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, ის ფაქ­ტობ­რი­ვად ქვეყ­ნის ლი­დე­რი გახ­და, პრე­ზი­დენტ მა­სუდ პე­ზეშ­კი­ანს ჩა­მო­შორ­და და მარ­თავ­და ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებს რო­გორც მო­კავ­ში­რე­ებ­თან, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან.

რად­გან ლა­რი­ჯა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ არის, მას არ შე­უძ­ლია უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა. ეს როლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

მაგ­რამ რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, აია­თო­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ირა­ნის, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო რე­ჟი­მის, მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი არ არის. ამის ნაც­ვლად, ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა უხელ­მძღვა­ნე­ლოს უფრო სე­კუ­ლა­რულ­მა, მკაცრ­მა ლი­დერ­მა, რო­გო­რიც ლა­რი­ჯა­ნია და ახა­ლი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი და ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გახ­დეს.

ინ­სა­ი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ლა­რი­ჯა­ნიმ უკვე გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის, ასე­ვე მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.„300 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები – თუ როგორ შეიქმნა და მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება და როგორი იყო ჩადენილი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაული.„ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, მათ შორის მათთან, ვინც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ არ აძევებს საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა გაერთიანებები მის დანაყოფებს საკუთარი რიგებიდან. დღემდე ამ დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს, შემოქმედსა და იდეოლოგს – მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები, რითიც, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს. ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველამ იცოდეს, თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციასაც ახლა, როგორც ვხედავთ, ცდილობენ სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება

ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება, ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა გიგია ბოკერიამ „ოპოზიციური ალიანსის“ პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.მისივე თქმით, ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ეროვნული ამოცანაა დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა.„ამას საფრთხეს უქმნის გარეთ რუსეთი და ქვეყნის შიგნით რუსეთის საქმის მკეთებელი ივანიშვილის რეჟიმი. ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს დათმოს ძალაუფლება, ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ამის შემდეგ ქვეყნის დაყენება იმ გზაზე, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ქვეყნის შიგნით თავისუფლებას დაიცავს“,- აღნიშნავს ბოკერია.კითხვაზე, როგორ მოხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების დათმობა და სამომავლოდ მოხდება თუ არა მოლაპარაკება ალიანსსა და „ქართულ ოცნებას” შორის, ბოკერია აღნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები, „რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება“.„ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობების გარემოცვას ერთადერთი ამოცანა აქვს: საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნება. ამისთვის ღალატობენ ქვეყნის მომავალს. როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება. საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი როგორ დამარცხდა? ფორმალურად ძალაუფლება ჰქონდათ, მაგრამ საზოგადოებაში გარდატეხა იყო მომხდარი და მათი რეპრესიული აპარატი ვეღარ მოქმედებდა, ასე მოხდება აქაც. თავისუფალი არჩევნებია ამოცანა. იმისთვის, რომ თავისუფალ არჩევნებს მიაღწიო, ამ რეჟიმის პროპაგანდისტული, რეპრესიული აპარატი გატეხილი უნდა იყოს. ამას საზოგადოების მობილიზება სჭირდება, როგორც ეს მოხდა საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ახლაც ასე უნდა მოხდეს, შესაძლოა დეტალები განსხვავებული იყოს, ვითარება იდენტური არ არის“,-აღნიშნავს ბოკერია.

ლევან ბეჟაშვილი – ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს, ალბათ, „ქართულ ოცნებაში“ უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც შეიძლება წარსული შეახსენო – ჩვენ აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა...

როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო - აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ალიანსზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაა“.როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან.„ოპოზიციის ალიანსი არის საქართველოს მილიონი მოქალაქის, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი. დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არის პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და არამხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ სენის წინააღმდეგ, რომელიც სჭირს საქართველოს. არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ეს იქნება ხალხის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ყველა ჯგუფის გაერთიანება, რომ ეს რუსული რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყანას. როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს.ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო. არა წარსული, არამედ აწმყო და მომავალი. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, კონსოლიდაციას, რათა მომავალში უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი ამოცანა.დღეს განვსაზღვრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფები, რეგიონული და საარჩევნო ჯგუფების შემადგენლობა. ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან”,- აღნიშნავს ბეჟაშვილი.გარდა ამისა, ლევან ბეჟაშვილი აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა.„მერწმუნეთ, ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩამოთვლილია, არ უზრუნველყოფს და არ ადასტურებს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამაზე დიდი ილუზია ნუ ექნება „ქართულ ოცნებას“. ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რასაც ყოველთვის იღებდნენ, მათ უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების განმტკიცება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. ამ გზავნილს ისინი აუცილებლად მიიღებენ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა.სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტა „დაფიქსირდა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გავლით და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალ მდგომარეობაში“.„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმებს, ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს

ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს. ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ამის ნაცვლად, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო ძლიერების ნამდვილი ღირებულება ბრძოლის ველზე კი არა, ომის პრევენციაშია.„ყველა მხარე უნდა იცავდეს გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს და თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან. ეს ასევე ემსახურება ყველა მხარის, მათ შორის ისრაელის ფუნდამენტურ ინტერესებს. წლების განმავლობაში ჩინეთი ერთგული იყო ირანის ბირთვული საკითხის პოლიტიკური მოგვარების წინსვლის მიმართ. ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, რაც ასევე ითვალისწინებდა ისრაელის უსაფრთხოების საკითხებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სამხედრო დარტყმებმა შეაფერხა“, – განაცხადა ვან იმ.ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და უკონტროლო გამწვავება.

ბოლო სიახლეები