ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათში ისრაელის საავადმყოფოებში 289 დაშავებული მოქალაქე გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათგან 19 საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ, ხოლო 258-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რვა ადამიანს შფოთვითი აშლილობის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა.
საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საავადმყოფოებში სულ 1050 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 120 ამჟამად საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მკურნალობა ჩაუტარდათ და გაწერეს.

