პარასკევი, მარტი 6, 2026

იშვიათი ხატი ღვთისმშობელი „ძლევაშემოსილი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ძლევაშემოსილი“ – ევედრებიან სიმართლის, გულითადი სიხარულის, ურთიერთისადმი გულწრფელი სიყვარულის მოსაპოვებლად, მამულის მშვიდობისა და დაცვისათვის

ხატი 1917 წლის 2 მარტს გამოჩნდა, მოწამე მეფის ნიკოლოზ II ტახტიდან გადმოგდების დღეს. ამის გამო მისი ყველა ასლი იდევნებოდა ეკლესიებიდან. დედნის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ტროპარი, ხმა 4

ანგელოსნი კრძალვითა გმსახურებენ შენ და ყოველნი ზეციურნი ძალნი დაუდუმებელად გაქებენ შენ, ღვთისმშობელო ქალწულო, და მხურვალე ვხმობთ შენდა მომართ, დედუფალო, რაჲთა მადლმან ღუთისამან დაივანოს წმიდასა ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა ზედა და ნათელი დიდებისა სხივბრწყინუალეჲ გარდამოივლინოს ყოველთა სარწმუნოებით შენდა მომართ მლოცუელთა და მხმობელთა ღუთისა მიმართ: ალილუია.

ლოცვა1

ჰოი, დედუფალო ძლევაშემოსილო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შენ შორის მტვირთუელო ყოვლისა სოფლისა მტვირთუელისა ზეცათა მეუფისაო! გმადლობთ შენ გამოუეთქმელთა მოწყალებათა შენთათვის, რომელთა ჩუენებაჲ კეთილად ინებე შენ ჩუენ ცოდუილთა და უღირსთა ზედა, წმიდითა და სასწაულთმოქმედითა ხატითა ამით შენითა დღეთა მათ შინა მწარეთა და სასტიკთა, რაჟამს ქარიშხალი, ვითარცა გრიგალი სულიერი აღიძვროდა ერსა ჩუენსა ზედა ჟამსა მას ჩუენისა მოსვრისა და აღმოფხურისასა, ჟამსა მას განკრახუისა და შეურაცხებისასა სიწმიდეთა ჩუენთა კაცთაგან უგუნურთა, რომელნი არა ოდენ გულითა, არამედ ბაგითა იკადრებდნენ თქუმად: არა არს ღმერთი და საქმითაცა უჩუენებდნენ სისაძაგლესა ამას.

გმადლობთ შენ მეოხო ჩუენო, რამეთუ სიმაღლთგან შენით გარდამოიხილე მწუხარებათა ჩუენთა ზედა და ჭირთა ზედა მართლმადიდებელთასა და ვითარცა მზემან მანათობელმან განამხიარულენ ჭირთაგან მოუძლურებულნი თუალნი ჩუენნი ხილვითა ყოვლადტკბილისა ძლევაშემოსილისა ხატისა შენისათა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღმრთისა დედაო, ძლევაშემოსილო შემწეო, მტკიცეო შუამდგომელო. შიშითა და ძრწოლითა გმადლობთ შენ, ვითარცა მონანი უხმარნი ლმობიერებითა შევრდომილ ვართ შენდა, გულითა შემუსვრილითა და ცრემლითა და გევედრებით შენ სულთქმისა გალობითა: გვიხსნენ, გვიხსნენ ჩუენ. შეგვეწიენ, შეგვეწიენ ჩუენ! შეგვიწყალენ, დავინთქმებით ჩუენ, ცხოვრებაჲ ეს ჩუენი ჯოჯოხეთამდე მიწევნულ არს: დღითი დღეთ ცოდუანი ჩუენნი დამძიმებულ არნ, ჭირნი მრავალ, მტერნიცა მრავალ, ჰოი დედუფალო ზეცისაო, განდევნე კუერთხითა საღმრთოჲსა ძლიერებისა შენისაჲთა უპატიოებაჲ სასჯელისა მტრისა, ხილულისა და უხილავისა, ვითარცა მტუერი და ვითარცა ნისლი. შემუსრე დიდადმეტყუელებაჲ განსჯისა მათისა და აღხოცენ იგინი: და ვითარცა დედამან ყოველთამან გზასა ზედა სიმართლისასა და კეთილწიაღობრივსა დაადგინენ იგინი. შთანერგე გულთა შინა ჩუენ ყოველთასა სიმართლეჲ, მშვიდობაჲ და სიხარული სულითა წმიდითა. განფინენ გულთა შინა ჩუენთა მყუდროებაჲ, კეთილდღეობაჲ, უშფოთველობაჲ, ურთიერთსიყუარული შეუორგებელი, კუერთხითა და ყოვლადძლიერითა შენითა, ყოვლადწმიდაო, დააყენე ღუარი უსჯულოებათა, რომელი ესწრაფის დანთქმასა ქუეყანისა ამის ჩუენისასა საშიენელსა უფსკრულსა თვისსა. შეგვეწიე ჩუენ უმწეოთა, სულმოკლეთა ულძლურთა და უსასოთა, განგვამტკიცენ, აღგვადგინენ და გვაცხოვნენ: რაჲთა შენითა ძლიერებითა მარადის დაცულნი ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

                                                                               ლოცვა 2

ჰოი, ყოვლისა ქუეყანასა შუამდგომელო, ყოვლადსაგალობელო დედაო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილვართ ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა და ყოვლითა გულითა გიხმობთ შენ! ნუ გარემიიქცევი შენდა მოლტოლვილთაგან, ევედრე, მოწყალეო დედაო ნათლისაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ტკბილსა უფალსა იესო ქრისტესა, რაჲთა მშვიდობით დაიცვეს მამული ჩუენი, განამტკიცოს კეთილდღეობაჲ ჩუენი, გვიხსნას ჩუენ ძმათამკულელთა ომთაგან და განამტკიცოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაჲ ჩუენი, შეურყეველად დაიცვეს იგი ურწმუნოებისაგან, განწუალებისა და ერესისა, არა არს ჩუენდა მწე, არა არს ჩუენდა სასო, თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შენ ხარ ყოვლადძლიერი მეოხი წინაშე ღუთისა ყოველთა ქრისტიანეთა, სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხუისა მისისა მომალბობელი. გვიხსნენ ჩუენ შენდა მომართ სარწმუნოებით მლოცუელნი ზედამოსულისაგან ცოდუათასა, ცილისწამებისაგან კაცთასა, სიყმილისაგან, მწუხარებისა და სნეულებისა. მოგუმადლენ ჩუენ სული სინანულისაჲ, მორჩილებაჲ გულისა, სიწრფელე ზრახუათა, რაჲთა განვერნეთ ცოდუილსა ცხორებასა ამას ზედა და დაუტევნეთ ცოდუანი ჩუენნი. რაჲთა ყოველი, რომელი მადლობით განადიდებს სახელსა შენსა, ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინუალესა სახელსა სამსახოვანისა ღუთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ამინ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი: თინა ხიდაშელის გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან

თინა ხიდაშელის ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.„ასეთი განცხადების ამოცანაა, რომ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ამ ამოცანას რეალური წინაპირობა არ აქვს, ამ სიცრუეზე ვერავინ წამოეგება. არ შეიძლება, ირანული გავლენა იყოს, არ და ვერ დაიშვება. ეს მაშინ არ იყო წარმოუდგენელი, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი, კანდელაკი და მათი გუნდი იყო. რასაკვირველია, ნებისმიერი გადაცდომა აღკვეთილი იქნება. დღეს მთავარი სამიზნეა, როგორმე საქართველოში დააპირისპირონ შიიტი და სუნიტი, ეთნიკურად ქართველი მუსლიმი არაქართველ მუსლიმთან, მართლმადიდებლობას დაუპირისპირონ სხვადასხვა კონფესიები. ამის მცდელობა მუდმივად მიმდინარეობს. ახლა ახალი ძალით წამოიწია, ისევ დღის წესრიგში დადგა, რათა როგორმე საქართველოში ბომბები ჩამოვარდეს, რა წყაროდან იქნება გამოშვებული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, როგორმე შიდა დაპირისპირებების ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს მოარყევს. მათი მცდელობები უნდა იყოს განხილული, როგორც ბოროტების მანიფესტაცია, რომელიც უნდათ, რომ საქართველოში განხორციელდეს. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, მისი ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლ ფაშინიანი – არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას არასდროს უცდია რუსეთის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა ან სომხეთისა და მოსკოვის ურთიერთობების დაზიანება.ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობის მიდგომა ყოველთვის სომხეთის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ისახავდა მიზნად.პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს, როგორ შეუერთდება სომხეთი ევროკავშირს, თუ ქვეყანა თავისი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას არ მოისურვებს. ამასთან, რეპორტიორმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთი დასავლეთისკენ მიემართებოდა.„არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით. მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ. მართლაც, სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ და მე ამ საკითხს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონტექსტშიც შევეხე. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ რუსული სამხედრო ბაზა ხედვას გვიბლოკავდეს. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს ხედვას ბლოკავს, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ წავიდეთ წინ, რათა ჩვენს ხედვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვექმნას,“ – აღნიშნა ფაშინიანმა.

შემოსავლების სამსახური 150 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“,  საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანური რესურსის მოზიდვისა და მათი უნარების განვითარების მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი) 150 ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირების მისაღები კონკურსი გამოცხადდა. აპლიკანტების საბუთების მიღება, მიმდინარე წლის 13 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი.შემოსავლების სამსახურის მიერ, განაცხადი გამოქვეყნებულია მთავრობის ადმინისტრაციის  ვებ გვერდზე https://www.hr.gov.ge/აღნიშნული სტაჟირების ხანგრძლივობის ვადა 3 თვიდან 1 წლამდე გრძელდება და სწავლება მაისის თვეში დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირმა, ასევე ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტმა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველა აპლიკანტს წარმატებას უსურვებს  პროფესიულ საქმიანობაში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო – ოპერაციის შემდგომ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო. გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები კლინიკის ექიმს ადანაშაულებენ, რომელმაც პაციენტს შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა.„ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, შემდეგ 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არისო - შეეშინდათ, გაუშვეს სხვა საავადმყოფოში. გავგიჟდი, რომ ვნახე როგორი იყო. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს?ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. რატომ დაიღუპა, თუ ყველაფერი წესრიგში იყო?! სიცილით, ხუმრობით, კარგ ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი.როგორც უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ზუსტი მიზეზი, თუ რატომ განვითარდა უიშვიათესი გართულება დადგენილი არ არის.„ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400, იმ დღესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები.ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს განვითარდა ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი „ტვ პირველთან“.

კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში.ამასთან, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.„გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება, შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია.საქართველოში მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება. აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ. კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში“, – აღნიშნულია კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები