ორშაბათი, მარტი 2, 2026

კულტურის მინისტრი იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება. ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი. აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში.

„ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თეა ონიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმებს რეგიონული კონფლიქტის გამწვავება შეუძლია“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმებს რეგიონული კონფლიქტის გამწვავება შეუძლია.ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი სპარსეთის ყურის ოთხი ქვეყნის ლიდერს, მათ შორის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ესაუბრა.ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დიპლომატია აუცილებელია „ასეთი ექსტრემალურად სახიფათო ვითარების“ დარეგულირებისთვის.თავის მხრივ, მუჰამედ ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ „მოსკოვს შეუძლია, ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების ფონზე ჰქონდეს დამასტაბილურებელი როლი“.

დონალდ ტრამპი – ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები „ირანს მიწასთან ასწორებენ“, თუმცა „დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის.„ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს ძალიან ძლიერია. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ“,- განაცხადა ტრამპმა.კითხვაზე, ახორციელებს თუ არა აშშ სხვა მოქმედებებს სამხედრო დარტყმების გარდა, რათა ირანელ ხალხს დაეხმარონ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.„დიახ, ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ყველა სახლში დარჩეს. ქუჩაში უსაფრთხო არ არის. ჩვენ მათთვის სერიოზული დარტყმების მიყენებაც კი არ დაგვიწყია. დიდი ტალღა ჯერ არ დაწყებულა. დიდი ტალღა მალე დაიწყება“, – თქვა ტრამპმა.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს თეთრ სახლში ღირსების მედლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს საათებში დაიწყება.

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს, საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება, კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მიიღო, რადგან გლობალურად კონფლიქტების ბირთვული იარაღით გადაჭრის რისკი იზრდება.„ამჟამად ჩვენ განვიცდით გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდს, რომელიც სავსეა რისკებით. საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, მაკრონმა ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2020 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, რადგან საფრანგეთის კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას.მისივე თქმით, შემაკავებელი ელემენტი უნდა გაძლიერდეს და, ახალი გამოწვევების აღიარებით, საფრანგეთს მოუწევს თავისი ბირთვული არსენალის გაზრდა.

საგარეო უწყება – საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის.“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო)04.03.2026, 19:00 (ადგილობრივი დროით)საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335ტელეფონი: +971 2 553 36 83ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.geსაქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071ტელეფონი: +974 44 739 499ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.geაქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ბოლო სიახლეები