ორშაბათი, მარტი 2, 2026

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, გამოთქვამენ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა.

„სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმებს რეგიონული კონფლიქტის გამწვავება შეუძლია“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმებს რეგიონული კონფლიქტის გამწვავება შეუძლია.ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი სპარსეთის ყურის ოთხი ქვეყნის ლიდერს, მათ შორის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ესაუბრა.ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დიპლომატია აუცილებელია „ასეთი ექსტრემალურად სახიფათო ვითარების“ დარეგულირებისთვის.თავის მხრივ, მუჰამედ ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ „მოსკოვს შეუძლია, ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების ფონზე ჰქონდეს დამასტაბილურებელი როლი“.

დონალდ ტრამპი – ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები „ირანს მიწასთან ასწორებენ“, თუმცა „დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის.„ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს ძალიან ძლიერია. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ“,- განაცხადა ტრამპმა.კითხვაზე, ახორციელებს თუ არა აშშ სხვა მოქმედებებს სამხედრო დარტყმების გარდა, რათა ირანელ ხალხს დაეხმარონ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.„დიახ, ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ყველა სახლში დარჩეს. ქუჩაში უსაფრთხო არ არის. ჩვენ მათთვის სერიოზული დარტყმების მიყენებაც კი არ დაგვიწყია. დიდი ტალღა ჯერ არ დაწყებულა. დიდი ტალღა მალე დაიწყება“, – თქვა ტრამპმა.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს თეთრ სახლში ღირსების მედლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს საათებში დაიწყება.

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს, საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება, კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მიიღო, რადგან გლობალურად კონფლიქტების ბირთვული იარაღით გადაჭრის რისკი იზრდება.„ამჟამად ჩვენ განვიცდით გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდს, რომელიც სავსეა რისკებით. საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, მაკრონმა ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2020 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, რადგან საფრანგეთის კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას.მისივე თქმით, შემაკავებელი ელემენტი უნდა გაძლიერდეს და, ახალი გამოწვევების აღიარებით, საფრანგეთს მოუწევს თავისი ბირთვული არსენალის გაზრდა.

საგარეო უწყება – საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის.“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო)04.03.2026, 19:00 (ადგილობრივი დროით)საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335ტელეფონი: +971 2 553 36 83ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.geსაქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071ტელეფონი: +974 44 739 499ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.geაქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ბოლო სიახლეები