,,წუხელ, ერთი შეუგნებელი ირანელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. ამ ინციდენტის შემდეგ, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც ზუსტად და პროფესიონალურად იმოქმედა და დამნაშავე დააკავა.
ამის შემდეგ თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც დაიწყო კომპენსირების მიზნით ზიანის ოდენობის შესწავლისა და ამ დამნაშავის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების პროცესი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პირი ექვსი თვის მანძილზე იქნება დაკავებული, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოდან და ჩამოერთმევა ამ ქვეყანაში ხელმეორედ დაბრუნების უფლება.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებლიანი, მტკიცე და კანონთან შესაბამისი ქცევა შექებას იმსახურებს. ეს პროფესიონალური მიდგომა კარგად წარმოაჩენს ქართული ინსტიტუტების კანონისადმი ერთგულებას, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემას.
როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევის, გულმოდგინების, პასუხისმგებლობისა და დროული ქმედებისთვის. ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად მივიჩნევ”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

