ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელების ბრძანება გასცა.
„ჩვენ გუშინ გავანადგურეთ ტირანი ხამენეი. მასთან ერთად გავანადგურეთ ჩაგვრის რეჟიმის ათობით უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულს მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს მომავალ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი სამხედრო ოპერაციაში თავდაცვის ძალების უპრეცედენტო პოტენციალს იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლის დასაცავად. მისი თქმით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს აშშ-თან პარტნიორობა, პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკული სამხედრო ძალების მხარდაჭერა.
„ძალების ეს კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მინდოდა დიდი ხანია, 40 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რაც რისი პირობაც დავდე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

