ორშაბათი, მარტი 2, 2026

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin – Taba border crossing – 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით.

ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი: ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი; ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი. საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074;

იორდანიის შემთხვევაში Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო – ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე. ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხი საათია.

ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799;

ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია. გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ საწყის ეტაპზე დაშავდა და მიღებული დაზიანებების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა.შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ოთხი ამერიკელი სამხედროა დაღუპული. სამი დაღუპულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, (რუსებმა) ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალების უკრაინაში თავმოყრა მოახდინა.„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაქლედი მოკლეს.გავრცელებული ცნობით, ჰუსეინ მაქლედი ბეირუთში მოკლეს, სადაც შტაბბინა იყო მოწყობილი.ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს.

ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა – „ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.სომხეთის პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთს ყოველთვის ახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებს შორის დაღუპულთა გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ რთულ დროს ჩვენ ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ დამყარებას. ამ შესაძლებლობით სარგებლობისას გისურვებთ მოთმინებას, ხოლო ირანის მეგობარ და მეზობელ ხალხებს – მშვიდობასა და გამძლეობას“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ბოლო სიახლეები