კვირა, მარტი 1, 2026

კირ სტარმერი – გაერთიანებულ სამეფოს დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია

ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

კირ სტარმერის თქმით, ირანის ქმედებებს გმობს და საკუთარ მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებს.

„დღეს დილით, ადრე, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეები დაბომბეს. მას შემდეგ ირანმა რეგიონში განურჩეველი დარტყმები განახორციელა. ვიცი, რომ ბრიტანელი ხალხი და თემები მთელ ჩვენს ქვეყანაში ღრმად შეშფოთებული იქნებიან იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში მყოფი უდანაშაულო ადამიანების ბედის გამო, რომელთა შორისაც ბევრი ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრებიც არიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პასუხი. გაერთიანებულ სამეფოს ამ დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია. მათ საკუთარი ათასობით ადამიანი მოკლეს, სასტიკად ჩაახშვეს დისიდენტობა და რეგიონის დესტაბილიზაცია სცადეს. გაერთიანებულ სამეფოშიც კი ირანის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დისიდენტებს და ებრაულ თემს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 20-ზე მეტ პოტენციურად სასიკვდილო თავდასხმას“, – განაცხადა სატრამერმა.

მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს უნდა მიეცეს.

„ამიტომ, ცხადია, რომ მათ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არასდროს უნდა მიეცეთ. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოს და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ის მთავარ მიზნად. მე ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში პარტნიორებზე, რომელთაგან ბევრი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენ ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას, როგორც ჩვენი ვალდებულებების ნაწილს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ გვაქვს თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი რეგიონში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაძლიერეთ. ჩვენი ძალები აქტიურები არიან და ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები. როგორც დიდ ბრიტანეთს ადრეც გაუკეთებია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავაძლიერეთ ბრიტანული ბაზებისა და პერსონალის დაცვა უმაღლეს დონეზე. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით რეგიონში მყოფ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს და ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად,“ – აცხადებს კირ სტარმერი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ირანს მოუწოდებს, დიპლომატიურ პროცესს დაუბრუნდეს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და დავუბრუნდეთ დიპლომატიურ პროცესს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ირანს შეუძლია, ეს ახლავე დაასრულოს. მათ თავი უნდა შეიკავონ შემდგომი დარტყმებისგან, უარი თქვან თავიანთ შეიარაღების პროგრამებზე და შეწყვიტონ საშინელი ძალადობა და რეპრესიები ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენი დიდი ხნის პოზიციის შესაბამისად, ეს არის დეესკალაციისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების გზა,“ – აღნიშნავს სტარმერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში – ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება

ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.„ამერიკისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები აშშ-სა და ირანს შორის ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განხორციელდა. მზადება მიმდინარეობდა მომავალ კვირას ვენაში დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოჰყვებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ დიპლომატიის ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება. მოგიწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ალტერნატივა არის პოტენციურად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა გუტერეშმა.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.„გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin – Taba border crossing – 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით.ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი: ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი; ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი. საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074;იორდანიის შემთხვევაში Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო – ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე. ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხი საათია.ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799;ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია. გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ მოხდა ჩანაწერის შესწავლა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია – სახალხო დამცველი

„ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეისწავლა.„პრაიმტაიმი“ კომენტარისთვის სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს დაუკავშირდა.„მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენი მოთხოვნით მოხდა ჩანაწერის დაარქივება. ადგილზე მოხდა მისი შესწავლა და შესაბამისი ოქმის შედგენა. მოკვლევის  შემდეგ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პერიოდში როცა მითითებული იყო მისი გაყვანის თაობაზე, თუ  არ ვცდები მითითებული იყო 5 თებერვალი, ის ნამდვილად იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მას თავისი საკანი არ დაუტოვებია“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ სახალხო დამცველმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რუსეთის მოთხოვნით, ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას მართავს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭო ხვალ ვენის შტაბ-ბინაში სპეციალურ შეხვედრას გამართავს, რათა ირანში არსებული ვითარება განიხილოს, - ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.„შეხვედრა რუსეთის მოთხოვნით ტარდება აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ სამხედრო დარტყმებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.გასულ კვირას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანის ბირთვული მასალების უმეტესობა ჯერ კიდევ იქაა დიდი რაოდენობით, 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.

ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა

ალირეზა არაფი ირანის ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა.ამის შესახებ „როიტერი“ ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.სწორედ ამ ორგანოს დაევალა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის როლის შესრულება იქამდე, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს არ აირჩევს.ალირეზა არაფი გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილ დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად იმუშავებს.

ბოლო სიახლეები