კვირა, მარტი 1, 2026

ირაკლი კობახიძე – 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, განსხვავებით 2007 და 2020 წლებისგან, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც გვარამიას – „ერთი რიგითი უცხოელი აგენტის“ დონემდეა დასული.

„გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.

თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხატია დეკანოიძე – ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან – რუსები ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება, ღალატობენ

სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ.„სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან.რიტორიკის დონეზეც არ დაუჭერიათ ხამენეისთვის მხარი. შაბათს დილას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა ზრდილობიანად მოიცილა ტელეფონით საუბრის დროს. ასევე, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, თავხედი რუსები გასუსულები ისხდნენ და მხოლოდ რამდენიმე წინადადება წამოიკნავლეს.უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება - ღალატობენ.არ არსებობს მულტიპოლარული სამყარო, თუ შენს გავლენის ცენტრს ვერ იცავ.„ქოცების“ ბოდვაც გავიხსენოთ, მრავალვექტორიზმით აჟიტირებულები ირანში და აშხაბადში რომ ჩავარდნენ.ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. მულტიპოლარულ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს“,- წერს დეკანოიძე.ცნობისთვის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დარტყმები განხორციელდა. დადასტურებულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა რეჟიმის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად. იმავე დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითშიც. პირველ მარტს, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებდა და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებდა. ასევე, ირანული მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს. ბოლო ინფორმაციის თანახმად, Reuters-ის ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ისრაელში ირანის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 121 ადამიანი.კვირას, 1-ელ მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო.

„ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ურჩევნიათ, ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ” –...

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, რომ ნებისმიერ შეტევას შტატები მკვეთრად უპასუხებს."ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ყველაზე ძლიერს, ვიდრე ოდესმე. მათ ურჩევნიათ, ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.იქამდე, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც წერია: "ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკელი ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში".

სად და რა ვითარებაში მოკლეს აითოლა ხამენეი და მისი ოჯახის წევრები

ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ​28 თებერვლის დილას, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმების შედეგად თავის რეზიდენციაში დაიღუპა, - იტყობინება ირანული სააგენტო Fars, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს.სააგენტოს ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ალი ხამენეის ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.მათი ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ხამენეი საკუთარ ოფისში სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა.სააგენტოს ცნობით, მედიაში არაერთხელ გავრცელებულა განცხადებები, თითქოს ხამენეი უსაფრთხოების მიზნით საიდუმლო და მკაცრად დაცულ ადგილას იმალებოდა. „მისი სამუშაო ადგილზე მკვლელობამ კიდევ ერთხელ უარყო ეს ბრალდებები და აჩვენა მტრის მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ომი, ასევე აჩვენა, რომ ის ყოველთვის ხალხთან ერთად და თავის პოსტზე იმყოფებოდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში განადგურებულია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, რაც გამოქვეყნებული სატელიტური სურათებიდან ჩანს.როგორც სააგენტო IRNA იტყობინება, უზენაესი ლიდერის დაღუპვის შემდეგ ირანს დროებით უხელმძღვანელებენ პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს ერთი წევრი.მანამდე, ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.გარდაცვალების დადასტურებიდან მალევე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.

ირანული მედია რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის დაღუპვას ადასტურებს

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გასული წლის ივნისში 12-დღიანი კონფლიქტის დროს მისი წინამორბედის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობდა, შაბათის დარტყმების შედეგად დაიღუპა.სააგენტოს ცნობით, ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც.მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის : ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც ჩავარჭობთ დანას გულში, ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ „ამერიკას გულში დანას ჩაარჭობს“.ის აშშ-ის და ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებით იმუქრება.„ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც მათ გულში დანას ჩავარჭობთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, – აღნიშნავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი.ალი ლარიჯანი ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი და აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო. მისი თქმით, მალე დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნებიან.ამასთან, ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების დაბომბვას გააგრძელებს.„ერთხელ და სამუდამოდ ნათელი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს ირანელი ერის ჩაგვრა არ შეუძლიათ“, – განაცხადა ლარიჯანიმ.

ბოლო სიახლეები