შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.
შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი ასრულებს. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.
როგორც ირანული მედია წერს, გროსის მონაწილეობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შემოწმების მექანიზმები უფრო მკაფიოდ იქნება გაწერილი მომავალ დოკუმენტში.

