ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – გვებრძოდნენ, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, სამწუხაროდ, პროცესი არ ჩერდება, უკრაინაში ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ

გვებრძოდნენ ჩვენივე მოქალაქეები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, ომში ჩავრთულიყავით, ეს ყველაფერი აღარ არის დამალული, მაგრამ, სამწუხაროდ, პროცესი არ ჩერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, რომ ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ.

„განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნესთქო, თურმე ამ პროცესების მიზეზი, ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები. ჯერ ერთი, აშშ-ის პრეზიდენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ის რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა, ხომ? ჩვენ პირველი დღეები გვახსოვს, მანამდე მოწოდებები და მინიშნებები ბაიდენის მხრიდანაც, რომ ეს ომი დაიწყება და გარდაუვალია ეს პროცესები? სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანა ვიყავით, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა ამ დიდ ქვეყნებს, ჩაერიეთ, რომ ამ პროცესების შეჩერება როგორმე მოხდესთქო. ფაქტია, ეს მაშინაც შესაძლებელი იყო. მგონი, აღარ არის დამალული, საზოგადოებამ იცის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. არის სპეკულაციები, რაღაც შეხვედრები, თითქოსდა გამოიკვეთება, რომ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება.

მე მაქვს გამბედაობა, ასე მყარად ვსაუბრობ ჩვენ ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და დღევანდელ მდგომარეობაზე, რადგან პირნათელი, მართლები ვართ, რატომ ვიქცეოდით ასე და რა გვქონდა მხედველობაში მაშინ, რისთვისაც გვამუნათებდნენ. გვებრძოდნენ ჩვენივე მოქალაქეები, აქციებს გვიმართავდნენ აქ, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, ჩავრთულიყავით. ყველა აკეთებდა ამას, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები, გახსოვთ ელჩის გაწვევა, აქ პროვოკაციები და ასე შემდეგ, გარეთაც ეს ბიუროკრატია, მათი ქმედებები. თურმე, როგორი გამალებული ვაჭრობა მიმდინარეობდა რუსეთთან და ჩვენ აქ სანქციებზე მოგვიწოდებდნენ. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, მაგრამ, აბა, გაუბედონ ფონ დერ ლაიენს ან კაია კალასს ამ წარმომადგენლებმა რამე კრიტიკული. ეს ხომ ყველას თვალწინ ხდება და პირდაპირ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იყო ეს გაჟღერებული? აღარაფერს ვამბობ ამ ფონდებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო. ეს ყველაფერი ხელის გულზეა, აღარ არის დამალული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი არ ჩერდება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ვერაფრის დიდებით ვერ მოხდება, რომ ჩვენ დავკმაყოფილდეთ და მოვეშვათ, გამორიცხულია. ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ და ისეთი სახელმწიფო ვართ, ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ფხიზლად, მტკიცედ და მომზადებული უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულობის რეჟიმში. ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამას უნდა მიესადაგებოდეს, თორემ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სხვანაირად გადარჩენა არ გვიწერია. თუ გადავრჩით, მხოლოდ ამ ერთიანობით, შემართებით და დამოკიდებულებით გადავრჩით. ეს არის ჩვენი ხედვა. უნდა მოხდეს უფრო მეტად სრულყოფა ინსტიტუტების, მიმართულებების, რომ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი, შეძლებული, ჯანმრთელი, პატრიოტი, განათლებული და გონიერი, პასუხისმგებელი საკუთარ ქვეყანაზე, ოჯახზე, რწმენაზე და ტრადიციაზე. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული ვინმეზე და ეს პროვოკაციები აირიდა თავიდან, მაგრამ პროვოკაციები არსად წასულა.

„ჩათვალეთ, ეს „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იგივე გზაა, რაც აქ გამოსვლები, მოწოდება იყო, მოხალისეების გაშვება და ა.შ. ერთი და იგივე ქსელია. მანამდე, იყო მოწამვლის თემა, „ბიბისიმ“ თავს უფლება მისცა, ფეიკ გადაცემა გაეკეთებინა ჩვენ ქვეყანაზე. ძალიან გული მტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაში გვაცხოვრებდნენ, თითქოს ერთნი ვართ, იმის ბედი ჩემი ბედია. როგორ არის იმის ბედი ჩემი ბედი? აბსოლუტურად განსხვავებულია ყველანაირად, მაგრამ პატივსაცემი; მეგობრები, გულშემატკივარი ვართ და გავაკეთეთ კიდეც. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ეს ქართველის ბუნებაა, წარმოუდგენელია, სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ ის, რომ მე ამ ქვეყანასთან ერთად ომში მითრევ და მეუბნები, ერთნი ვართო, ერთი დროშა გვაქვსო, ჩემი დროშა გააფერადე, უკრაინის ფერებში დამიხატე და ჩემს ბავშვებს აჩვენებ, რომ ეს არის მომავალიო, ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ და დავამთავრეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის წარმომადგენლობა – საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში

ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის.„დღეს ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას.საბჭოთა მმართველობამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.ამ დღეს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული საფუძვლების მიმართ“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, თუ ამის თავი არ აქვთ,...

არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, თუ ამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩი ცდილობს, საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ჩაერთოს.„გუშინ სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არ უთქვამთ. ამხილეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ოთხი წელი მიზეზი, რატომაც ჩვენ დასავლეთი და ევროკავშირი გვერჩოდა იყო ის, რომ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. ეს საუბარი, რომ თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის, როცა ქვეყანას ეუბნები, რომ უნდა დაუწესო სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვა, ვაჭრობა არ გქონდეს, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, როგორც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა და იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ, ერთი ჯარისკაციც არ ჩამოვა ჩვენთან. შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის.რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ის ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად დ მათ შორის პარლამენტის წევრებთან, პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას ანუ ომს. როცა მას ეუბნებიან, თუ ჩვენს ბიზნესს ავუკრძალავთ და არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის შემოტანა და გაძვირდება ყველა პროდუქტი, მისი პასუხია, არაუშავს, ჩვენთანაც გაძვირდაო. ასეთი ადამიანი შემდეგ რომ ქართულად გველაპარაკება და სიყვარულზე გველაპარაკება, ამ ფარისევლობას ვხედავთ. არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ბრიტანეთის, გერმანიის, ჩასვან ის თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ. თუ რამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით

არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გაერო-ს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ჰქონდა მხარდამჭერი პოზიცია.„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“.რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და უნგრეთი.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი

გახსოვთ, ოთხი წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა

პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას მატივი მიაგო.პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის.„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები