სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შაორის ახალგაზრდული ბანაკის სრული რეაბილიტაციის შედეგად, ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტების ახალგაზრდული ბანაკი შეიქმნება.

ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება. მოხდება ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი კოტეჯების, სცენისა და ბუნგალოს დემონტაჟი.
საბანაკე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.

ბანაკი ერთ ნაკადზე 150 ახალგაზრდას უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბანაკის რაოდენობრივ დატვირთვას.

საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოლიტიკის ნაწილია. ამ მიზნით, მიმდინარე წელს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსებია გამოყოფილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გია ონიანს, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს: ნუგზარ ტვილდიანსა და გიორგი გულბანს ქუთაისის სასამართლომ გირაო შეუფარდა.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გია ონიანის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.ადვოკატის თქმით, გია ონიანი 18 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, ხოლო ნუგზარ ტვილდიანს 12 000 და გიორგი გულბანს 13 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი საათის წინ მიიღო და დაკავებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ოჯახი გირაოს თანხას სრულად გადაიხდის.სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გია ონიანის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელების: ნუგზარ ტვილდიანის და გიორგი გულბანის დაკავების შესახებ 23 თებერვალს გახდა ცნობილი.

ანტონიუ კოშტა – რუსეთს არ უნდა მივცეთ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმატების მოპოვების საშუალება, როდესაც ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის

ერთადერთი გზა წინ, სამართლიანი და მდგრად მშვიდობაა, რომელიც განმტკიცებულია საერთაშორისო სამართლით, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვის პატივისცემით. რუსეთს არ უნდა მივცეთ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმატების მოპოვების საშუალება, როდესაც ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.კოშტას თქმით, ევროპა მიესალმება მდგრადი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევას.„ჩვენ მივესალმებით ყველა ძალისხმევას მდგრადი მშვიდობისკენ, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ჩვენი პარტნიორების მიერ, რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან სერიოზულად და მიიღოს ის, რომ ვერ გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.ასევე, კოშტამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ბიუროკრატია, ეს არის ტრანსფორმაცია, რომელსაც მოაქვს რეალური სარგებელი უკრაინელი ხალხისთვის.„ევროკავშირის ინსტიტუტებთან ტექნიკური მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ გზაზე უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე – მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვითაა შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი, ვინ არის...

ჩვენმა ხალხმა თეთრი დროშა არ აღმართა - მათ ლურჯ-ყვითელი დროშა დაიცვეს, ოკუპანტებმა კი, რომლებსაც ეგონათ, რომ აქ ყვავილებით ხელდამშვენებული ბრბო დახვდებოდათ, ამის ნაცვლად გაწვევის ცენტრებთან რიგები იხილეს, ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მან უკრაინელები ვერ გატეხა. მან ეს ომი ვერ მოიგო. ჩვენ გადავარჩინეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად. და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას იმისთვის, რომ გააცნობიეროს რუსეთზე ზეწოლის განხორციელების აუცილებლობა.„ნამდვილად მინდა, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დანამდვილებით ვიცი: მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვით, ჩვენი ხალხისა და ამ ტკივილის შეგრძნებით არის შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი. ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რომ უკრაინა იცავს სიცოცხლეს, სწორედ ამისთვის იბრძვის და რომ ეს არ არის ქუჩის ბრძოლა - ეს არის ავადმყოფი სახელმწიფოს თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე და რომ პუტინია ეს ომი. ის არის მისი დაწყების მიზეზი და დაბრკოლება მისი დასრულებისთვის და სწორედ რუსეთს უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, რათა ნამდვილმა მშვიდობამ დაისადგუროს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი მედვედევი – რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ

რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.დიმიტრი მედვედევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან“.„ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან“.„ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, - აცხადებს მედვედევი.

კახა კალაძე – ბევრჯერ მოგვისმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს, ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის იქნება გათვალისწინებული ქვეყნის ინტერესი

ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გარე ძალებს და გარე აქტორებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ბრიუსელში გაკეთებული  განცხადების შეფასებისას.კახა კალაძის თქმით, საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს.„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეეხიდოს, გაიხსნას ქვეყანაში მეორე ფრონტი. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო და საკუთარი ხალხი. დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და არჩევანია. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. გარე ძალებს და გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა, რომ „უკრაინელები ჩვენთვის დროს იგებენ და უნდა გვესმოდეს, რომ, მომავლის თვალსაზრისით, ახლა უკრაინა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით უკრაინას“.

ბოლო სიახლეები