პარასკევი, თებერვალი 20, 2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ორდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა,
რომელიც ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher
Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების
გაძლიერება“ (ERIC-GE), ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და
ადმინისტრაციულმა პერსონალმა, პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან
ერთად, განიხილა პროექტის მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობის
დეტალური გეგმა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება,
კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების
გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და მათი
სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
(კანცლერი) და პროექტის კოორდინატორის განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების
გაძლიერების“ კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება – 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი
წლის განმავლობაში  355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება  მოიპოვა. პროფესორ
კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან,
პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი, ევროპისა და აზიის ქვეყნების
პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების
განხორციელებას უხელმძღვანელებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის
გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს.


„ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში გამარჯვება და პროექტის
კოორდინატორობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და
საპასუხისმგებლო მისიაა. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციური წარმატებაა,
არამედ იმ სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი
უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ავითარებს. პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას
გავაძლიეროთ კვლევისა და ინოვაციების მიმართულება, დავნერგოთ თანამედროვე
საგანმანათლებლო და შეფასების მეთოდები, გავაფართოოთ საერთაშორისო

პარტნიორული ქსელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოორდინატორის
სტატუსით ვახორციელებთ ინიციატივას, რაც გულისხმობს ლიდერობას, მაღალი
პასუხისმგებლობის აღებას და პროცესების სტრატეგიულ მართვას. ჩვენი ჩართულობა
უზრუნველყოფს, რომ პროექტის შედეგები რეალურად აისახოს როგორც
უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიური ხარისხის
ზრდას, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას და საქართველოს
ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ხაზგასმით მინდა
აღვნიშნო ინსტიტუტ „ტექინფორმის“, კერძოდ, დირექტორის მოადგილის, პროფესორ
მარი რაზმაძის დამსახურება პროექტის გამარჯვებასა და განხორციელებაში. მისი
ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული პროექტის კონცეფცია და სამომავლო
სტრატეგიული გეგმა, რამაც გაზარდა პროექტის წარმატების შანსი” – აცხადებს კარლო
კოპალიანი.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის
განხორციელების მექანიზმებზე, განსაზღვრეს პასუხისმგებლობები და დაგეგმეს
მომდევნო ეტაპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტების,
ასევე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წელია, რაც ძირითად ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული.მედიის ცნობით, ულუდაგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.სამართალდამცავებმა ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ალიჯან ულუდაგს ბრალად ედება „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“, „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ და „თურქული ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფა“.ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სოციალურ ქსელში „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც თურქეთის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.ალიჯან ულუდაგის „დოიჩე ველეს“ გენერალური დირექტორი ბარბარა მასინგი გამოეხმაურა.„ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ალიჯან ულუდაგი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც კორუფციის შესახებ რეპორტაჟებს აშუქებს. მას ძალიან კარგი კავშირები აქვს და მნიშვნელოვან წყაროებზე აქვს წვდომა, რაც მას მთავრობის თვალში საშიშს ხდის. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს, როგორც სერიოზულ დამნაშავეს ექცევიან, 30 პოლიციელს მიჰყავს, განზრახ დაშინების აქტს წარმოადგენს. ჩვენი კოლეგა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მასინგმა.„დოიჩე ველე“ მჭიდრო კონტაქტშია კოლეგის ნათესავებთან, ადგილობრივ ადვოკატებთან და თურქეთში მოქმედ სხვა შესაბამის ორგანოებთან.

ვიქტორ ორბანი: უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინასთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში კვლავ გამოეხმაურა.როგორც ორბანი წერს, უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს."უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. ისინი ოპოზიციური პარტია "ტისას" დაფინანსებით უნგრეთის არჩევნებში ერევიან. ისინი აგრეთვე პოლიტიკურ შანტაჟს მიმართავენ, ბლოკავენ რა "დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებას, რათა საწვავზე ფასმა და გადასახადებმა მოიმატოს. უნგრეთი არ დანებდება. ჩვენ უნგრულ ოჯახებს დავიცავთ," - წერს ორბანი.

ჯორჯია მელონი – კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე ძალიან კარგი მუშაობა მიდის, ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთავარი საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.როგორც მელონიმ აღნიშნა, მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა ტერიტორიული საკითხის გადაჭრისგან ჯერ კიდევ შორია.„ვხედავ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ნატო-ს მე-5 მუხლის შესაბამისად შემუშავდეს“, – განაცხადა მელონიმ.იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობა მიდის უკრაინის რეკონსტრუქციაზეც.მელონიმ განმარტა, რომ „ქაღალდზე არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია“.„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. როგორც არა ერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, – აღნიშნა მელონიმ.

რა მოხდა ქუთაისი-ვენეციის რეისზე

„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი...“, - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარს შეესწრო.„17.02.2026. ქუთაისი-ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე. ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ, გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, - წერს მგზავრი სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება

ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება, – ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.როგორც მედია იუწყება, თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ირანმა შესაძლოა, პირველმა დაარტყას ისრაელს.როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის სამხედრო მზადყოფნის დონე მსგავსია იმ მდგომარეობისა, რომელიც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის წინ იყო.​​​​​​​​​​​​​​​​

ბოლო სიახლეები