ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
აბას არაღჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მიღწეულია ურთიერთგაგება „ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე“.
ამასთან, მისივე თქმით, პროგრესი არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მალე მიიღწევა, თუმცა ამისკენ მიმავალი გზა დაწყებულია.
მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი უსაფრთხოების ზომების გამო დროებით დაკეტავდა ჰორმუზის სრუტის ნაწილს – ნავთობის მიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გლობალურ მარშრუტს, ვიდრე „ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფები იქ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ.
ცნობისთვის, თეირანი იმუქრებოდა, რომ თავდასხმის შემთხვევაში სრუტეს კომერციული გადაზიდვებისთვის დახურავდა, რაც გლობალური ნავთობის მიწოდების შემცირებას და ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევდა.

