სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი: ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე

ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  X-ზე წერს.
,,დღეს ჟენევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის ქმედება. სწორედ მათ წამოაყენეს დიალოგის აღდგენის მოთხოვნა. ეს დიალოგი, თავის დროზე, მათივე ქმედებების და თავდასხმების გამო შეწყდა. მიუხედავად ამისა, თვით ეს მოთხოვნაც უკვე ერთგვარი პრაქტიკული ნაბიჯია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ირანის პოზიცია ნათელია. ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებში „ირანზე“ არ გვიმსჯელია და არც მომავალში ვიმსჯელებთ. ჩვენი დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ბირთვულ საკითხს ეხება. დიპლომატიის პასუხისმგებლობაა, აწარმოოს ბირთვული მოლაპარაკებები სანქციების მოხსნის მიზნით, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვითი სტრუქტურის პასუხისმგებლობაა, მუდმივი მზადყოფნაში იყოს საფრთხეების მოსაგერიებლად. შესაბამისად, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნულია. როგორც „დიპლომატიურმა“, ისე „თავდაცვითმა“ სტრუქტურებმა აჩვენეს, რომ ეფექტურად და კოორდინირებულად ასრულებენ თავის მისიას. ირანის თორმეტდღიანმა თავდაცვითმა ომმა 2025 წელს, რომელიც მიმართული იყო უცხო ძალების აგრესიის წინააღმდეგ, ეს რეალობა ნათლად დაადასტურა. ამიტომ, სერიოზული შეცდომა იქნება, თუ ვინმე კვლავ დაუშვებს არასწორ სტრატეგიულ გათვლას და გადაწყვეტს უკვე გამოცდილის ხელახლა გამოცდას. მოლაპარაკების შედეგების რეალური ეფექტიანობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფორმა, ადგილი ან დრო. მოლაპარაკებების მექანიზმი ირანისთვის ბოლო წლებში მუდმივად აქტიური იყო. ჩვენი მომლაპარაკებლები ჰგვანან მძღოლებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მართვის მოწმობა და კომპეტენცია: მათ გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი მოქმედების უფლება, კარგად იცნობენ გზას და კურსიდან გადახვევის რისკიც მოეხსენებათ. პრობლემა იმაშია, რომ მეორე მხარე მუდმივად „თიშავს მოლაპარაკებების მანქანას“ და პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, შეძლებს თუ არა გზის შეცვლას. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა მოლაპარაკების პროცესში. თუ ვინმე გადაწყვეტს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებზე მოლაპარაკებას, ასეთი „მოლაპარაკება“ არსებითად განსხვავებული იქნება დიპლომატიური დიალოგისგან. მას იმავე ხასიათის პასუხი მოჰყვება, როგორსაც ადგილი ჰქონდა ირანის თორმეტდღიანი თავდაცვისას 2025 წლის ზაფხულში; თუმცა ამჯერად მისი მასშტაბი და დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართო და ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე უნახავს. ეს არის კატასტროფული არჩევანი, რომლის ინიციატორობაც ირანს არ სურს. ჟენევის დღევანდელ მოლაპარაკებებში არსებობს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კომპეტენცია. ამასთან, ირანის სრულყოფილი წინადადებები მიმზიდველი და ეფექტიანია და შეიძლება გახდეს გზამკვლევი შეთანხმების საფუძველი. მიუხედავად ამისა, თუ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ შეთანხმებამდე მისასვლელად გადაიდგას მოკლე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები, აუცილებელი გარანტიების წარმოდგენით, ეს ეტაპობრივი გამოსავალიც დაეხმარება პროცესს, რათა კონფლიქტის მართვით თავიდან იქნას აცილებული დიდი კატასტროფა რეგიონისა და მსოფლიოსთვის”-წერს ალი მოჯანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტში გაარგძელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, MULgrants პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში, Montanuniversität Leoben-ში გააგრძელებენ სწავლას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ფაკულტეტის ბაკალავრი მათე ბერიძე, მაგისტრანტები - გიორგი საბიაშვილი და დავით მეკოკიშვილი და დოტორანტი იოვანე ლომსაძე სამთო, ნავთობისა და გაზის ინჟინერიის, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით ვროპის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ უნივერსიტეტში ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, Montanuniversität Leoben-ში სწავლის გაგრძელებით სტუდენტები ჩაერთვებიან საერთაშორისო მოწინავე კვლევებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიძლიერონ პროფესიული კომპეტენციები გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მიმართულებით.როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში სამთო-სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე Montanuniversität Leoben-ის კურსდამთავრებულია.„დიდმა გრიგოლ წულუკიძემ 1913 წელს სწორედ ეს ცნობილი ავსტრიული უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდგომაც დააფუძნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის - დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - სამთო-ქიმიური ფაკულტეტი და მისი პირველი დეკანი გახდა. სწორედ გრიგოლ წულუკიძის საქმიანობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ სამთო განათლებასა და სამეცნიერო კვლევას. ეს ისტორიული სიმბოლიზმი უდიდესი მოტივატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.დღეს ჩვენი სტუდენტებისთვის Montanuniversität Leoben-ში სწავლა არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი მობილობაა, არამედ ისტორიული და პროფესიული პასუხისმგებლობაც: ამით ჩვენი ახალგაზრდები აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელსაც ას წელზე მეტი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ამასთან ერთად, საერთაშორისო კვლევებში ჩართულობა, ახალი ტექნოლოგიებისა და კვლევითი მეთოდების ათვისება მათ საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და სამომავლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული სამთო-გეოლოგიის დარგისა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში“, - ამბობს ნოე ხოზრევანიძე.ფაკულტეტის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ხეცურიანის თქმით, დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავითარებს გრიგოლ წულუკიძისა და მის თანამოაზრეთა სამეცნიერო-აკადემიურ მემკვიდრეობას და ამ მიზნით აძლიერებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პარტნიორობას. როგორც გიორგი ხეცურიანი განმარტავს, აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი MULgrants პროგრამის ფარგლებში სტუ-ის სტუდენტების აკადემიური და კვლევითი მობილობაა, რომელიც ასევე ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ინდუსტრიების, მათ შორის კომპანია RMG-ის მხრიდან.„ასეთი მიდგომები ქმნის მყარ საფუძველს ინსტიტუციური წინსვლისთვის და უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში. სასიხარულოა, რომ მსგავს კოლაბორაციებს მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედი ინდუსტრიები, რომლებიც მჭიდროდ პარტნიორობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან - მათ შორისაა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია RMG-ი. კომპანია დაინტერესებულია უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობით და ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მოზიდვით, რაც კიდევ უფრო ამყარებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და პრაქტიკულ წარმოებას შორის.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის 4 სტუდენტი, რომლებიც სასწავლო და კვლევით პროცესს ავსტრიულ უნივერსიტეტში გაივლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოში ჩამოიტანენ, რასაც მოახმარენ დარგში არსებული გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის სამთო-სამრეწველო და სამეცნიერო განვითარებას“, - აღნიშნავს გიორგი ხეცურიანი.

მიხეილ ყაველაშვილი – ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია

ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3 000-წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რამაც წარსული 17 საუკუნე, ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.მისივე თქმით, სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და მათში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.„ჩვენი ხალხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქრისტეს მოძღვრებას გაუღო გული და უნიკალურ, უძველეს და უწყვეტ ქრისტიანულ ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი. დროთა განმავლობაში ქრისტიანობა და ქართველობა ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებად იქცა, ამიტომ ჩვენი წინაპრებისთვის სამშობლოზე ზრუნვა – სარწმუნოებაზე ზრუნვას, ქვეყნისთვის ბრძოლა კი უფლისთვის ბრძოლას გულისხმობდა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და ჩვენში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1 700 წელს ჩვენი ერის გაქრისტიანების. ეს უდიდესი ისტორიაა, რომელიც შეგვახსენებს, რომ სწორედ აქ, საქართველოში ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ უამრავ დამპყრობელს გაუძლო. ჩვენს ხალხს კი ყოველი მომდევნო განსაცდელის გადალახვის შემდეგ რწმენა უფრო და უფრო უმყარდებოდა. საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გთხოვთ გააზიარეთ და ვისაც როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ტაძრის მგალობელს სამი შვილის მამას რომელიც დიდი ხანია ებრძვის სიმსივნეს ესაჭიროება ფინანსური დახმარება

,,გთხოვთ გააზიარეთ და ვისაც როგორ შეგვიძლია დავეხმაროთტაძრის მგალობელს სამი შვილის მამას რომელიც დიდი ხანია ებრძვის სიმსივნეს ესაჭიროება ფინანსური დახმარება. აკაკი ოჯახს ჯართის მოგროვებით არჩენსვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება ერთად დავეხმაროთGE98TB7526345064300091საქართველოს ბანკი GE25BG0000000533668849''-წერს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

ვიქტორ ორბანი – გასული წლის იანვრიდან უნგრეთში 17 ახალი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, ეს ნათელი პასუხია მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ქვეყანა იზოლირებულია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრის შემდეგ უნგრეთში 17 ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა.ორბანის თქმით, ეს ამტკიცებს, რომ უნგრეთი იზოლირებული არ არის.„გასული წლის იანვრიდან უნგრეთში 17 ახალი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, რაც ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ნათელი პასუხია მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ უნგრეთი იზოლირებულია. ამერიკული კომპანიები უნგრეთს კონკურენტუნარიან და ბიზნესისთვის ხელსაყრელ ბაზად ირჩევენ. ასე გავაგრძელოთ!“ – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრ ლუკაშენკო მხარს უჭერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იდეას, სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნების გაერთიანების შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეთანხმება და მხარს უჭერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იდეას, სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნების გაერთიანების შესახებ.მისი თქმით, სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნები თუ გაერთიანდებიან, შეზღუდვების ინიციატორები თავად შეშინდებიან.„ჩვენ თუ გავერთიანდებით და შეთანხმებას მივაღწევთ, შეშინდებიან ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ სანქციები დააწესა,“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად 50 ქვეყანა პირდაპირი სანქციების ქვეშაა და „მეორადი ეფექტი სავარაუდოდ უკვე ასობით სახელმწიფოზე მოქმედებს.“„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა და გვთხოვა, ეს საკითხი განგვეხილა და როგორმე გაგვეერთიანებინა ყველა, ვინც სანქციების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ასევე დავარწმუნეთ ჩინეთი. მათი დარწმუნება საჭირო არ არის, მათ ესმით, რომ შემდეგი ისინი იქნებიან,“ – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა, რომ ეს ქვეყნები „გაერთიანდნენ და თავიანთი ძალა აჩვენონ.“

ბოლო სიახლეები