აჭარაში წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან
აჭარაში მანდარინის რთველს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
მინისტრის თქმით, მას რეალიზაციის კუთხით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს.
„ბოლო წლებში სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ქართული ციტრუსის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. წელს ტრადიციულ ქვეყნებს ოთხი ქვეყნის ბაზარი დაემატა, მოთხოვნილება არის ქართულ მანდარინზე, შესაბამისად ფასებიც წელს უფრო მაღალია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია. მათივე ინფორმაციით, წელს რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან
წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
კახეთში, ძლიერი სეტყვაა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები აქვეყნებენ.
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო...
ბათუმში, 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – მას ორი შვილი დარჩა
31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება,...
სულ მალე ბაღდათის მუნიციპალიტეტს ღვინის ლაბორატორია ექნება
Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000...
ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან....
რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,...