გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ – ამბობს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „მამების დრო“.
ის იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას. „ძმებმა გაშვილებული და იპოვეს, მოჰკიდეს ხელი ამ უფროს დას და ჩაუყვანეს კახეთში მამას. მწვადებს წვავდა ეს კაცი, უყვებიან შვილები დის პოვნის ამბავს, მიკროინფაქტი დაემართა ამ კაცს. და შემდეგ ჰკითხა ქალს, არც შვილი მყავდა, არც ცოლი მყავდა მაშინ, გეთქვა იქნებ მომყავდი ცოლადო. მაგრამ ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ კაცების მიმართ და ეგონათ, რომ ცოლად არ მოიყვანდნენ, არც მოიყვანდნენ ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ეთქვათ, რომ აი შენგან ორსულად ვარ, რომ შემდეგ ერთად რამე გადაწყვეტილება მიეღოთ“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.

