საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ-ს“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, იუბილარია. ქართული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურა დღეს 25 წლის გახდა. ამ მნიშვნელოვან დღეს სპორტსმენს უამრავი გულშემატკივარი ულოცავს.
ემოციური ტექსტით ულოცავს დაბადების დღეს შვილს დედა, მაკა ლუკავა.
„გილოცავ, დე! მადლობა უფალს შენი დედობისთვის! მიყვარხარ უსაზღვროდ და მიყვარს 12 თებერვალი, უფალმა მაჩუქა სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით სავსე გულის ბიჭი! უფალმა დაგილოცოს წინ სავალი გზა ნიცასთან და დამიანესთან ერთად“, – წერს მაკა ლუკავა.


