სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამ დროს ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცელზე, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
მილანოვიჩის თქმით, ხორვატია საქართველოს გვერდით დგას და მას მხარს უჭერს.
მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით, ეკონომისტები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში, სკანდინავიურ ქვეყნებს, მათ აინტერესებთ საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა. ჩემი და ყველას სოლიდარობა საქართველოსთან, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მე ვთვლი, რომ თქვენ მშვიდობიანად შეძლებთ, აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გრძნობების დონეზეც კი თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ჩვენც გვქონდა უზარმაზარი პრობლემები, ჩვენი მტერი უფრო სუსტი იყო, ვიდრე თქვენი. ვფიქრობ, ეს არ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც პრორუსული აგიტაცია, რადგან ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. მე აქ ვიმყოფები დღეს და ხვალ ჩემს მეგობრებთან ერთად, ზოგიერთს წლებია ვიცნობ, მანამდე არ შევხვედრივარ ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს, ახლა შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება ძალიან მაღალ დონეზე, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას. ნება მომეცით, დავასრულო, რომ სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ასეთი პოეტი, ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩენდა ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცელზე. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ“, – განაცხადა მილანოვიჩმა.
ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

