სამშაბათი, აპრილი 7, 2026

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და ინვესტორს არ დაელოდონ.

„გვინდა, კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში – კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა, დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა, ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა დაცვაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს V ან IV კატეგორია; გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე; აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს. თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, გამოსყიდვის პროგრამაში ჩართოს მათ შორის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებიც იმავე პირობებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა ფართი, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა.

„ზოგიერთი ფართის გამოსყიდვა ცხადია ვერ მოხდება, მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება (სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება); ავტოფარეხი/ავტოსადგომი (ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს ვიღებთ და მათ ადგილას ვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეებს); სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი და არ გამოიყენება საცხოვრებლად (თუ სხვენი ან ტერასა, კეთილმოწყობილი იქნება და გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, მაგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფართებსაც გამოვისყიდით)“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ის ფართები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდება.

„ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადდება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქგეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარდა, დედაქალაქში მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არსებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში.

„თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და ყველა ვხედავთ, თუ როგორი გალამაზებული, განახლებულია ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი და სხვა ისტორიული არეალები; შევქმენით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს. მთავარია ამ ავარიული სახლის 100% მესაკუთრეთა თანხმობა; ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, K2 კოეფიციენტის მატება იქნება ეს თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.„აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის: https://naec.ge/#/ge/post/3538წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს: naec.ge“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.„6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით, გაიმართა ოფიციალური სადილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციით, ხვალ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.მათივე ცნობით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.გთავაზობთ ხარების დღესასწაულზე სათქმელ ტროპარ-კონდაკს:ტროპარი:დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.კონდაკი:ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთაგიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

დონალდ ტრამპი – მზად არის გეგმა, რომელიც ხვალ შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს, ვგულისხმობ სრულ დანგრევას, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარება ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ჟენევის კონვენციის დარღვევას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე არ ღელავს და იმედოვნებს, რომ ამის გაკეთება არ მოუწევს.„თუ ფიქრობთ, რომ მათ მივცემ უფლებას, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებს „ნიუ იორკ თაიმსში“ უთხრათ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ეს „კრიტიკული პერიოდია“ და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ირანი.ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ირანი მიცემულ ვადას გადააცილებს, ირანს „არც ხიდები“, „არც ელექტროსადგურები“ არ ექნება და „ქვის ხანას“ დაემსგავსება.ტრამპის თქმით, მზად არის გეგმა, რომელიც ხვალ შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს.„ვგულისხმობ სრულ დანგრევას 00:00 საათისთვის და ეს მოხდება ოთხი საათის განმავლობაში, თუ ჩვენ მოვინდომებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები