ირაკლი სესიაშვილი – ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს
ბაქიბუქობენ რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ მე მგონი ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, არანაირი სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა
რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ პროცესებს, სესიაშვილმაგანაცხადა, რომ პოლიციას ვალდებულება აქვს დაიცვას წესრიგი და რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.
„ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებს. ეს მათი უფლებაც არის და მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, ასე ჩანს. ასევე ვალდებულება აქვს პოლიციას დაიცვას წესრიგი. ამიტომ აქ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, ამიტომ მიდიან რადიკალიზაციაზე. ქმნიან ისეთ სურათს და ეს ყველაფერი, ალბათ, უფრო გათვლილია ტელესურათზე, რომ თითქოს მათ პროტესტს აქვს ფართო ხასიათი. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მესმის მათი პოლიტიკური პროტესტის საფუძველი და ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირა. რაც შეეხება მათ პროტესტს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ. არანაირი პრობლემა არ ექნებათ მათ გამოხატვის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფის პროცესში. მეორე მხრივ, კი ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ მგონი, ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, არანაირი სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, ატარებს ღონისძიებებს. ეს არის ნორმალური, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ხდება. ვიღაცას სურს პროტესტი გამოხატოს და ამის უფლება აქვს. ვინც არღვევს მართლწესრიგს, ამაზე პასუხს აგებს. პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...