საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობებს რაც შეეხება, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კვლავ მოლოდინის რეჟიმი არსებობს.
„მნიშვნელოვანია ის მზაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი მზაობა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა, მათ შორის, ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით. ჩვენ მზად ვართ, ეს ფურცელი გადავშალოთ და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიტვირთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში 3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

