თავისუფლების მოედანზე ვინც მივიდა, ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, სტუდენტი, ყველა იქ ვინც მივიდა, მივიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერა გარედან ხდება.
„4 ოქტომბერს რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე გამოვიდა თავისუფლების მოედანზე ნეპალის მოსაწყობად. იქ ვინც მივიდა, ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, სტუდენტი, ყველა იქ ვინც მივიდა, მივიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება საქართველოში, ეს იყო დაანონსებული. დაიწყეს კიდეც ამის განხორციელება, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე დაიწყეს შტურმი. ერთადერთმა რამემ გადაგვარჩინა – ჩვენი უსაფრთხოების სისტემის პრევენციულმა მოქმედებამ, პოლიციელებს, დაცვის სამსახურის და სხვა სტრუქტურების თანამშრომლების მოქმედებამ, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი. 4 ოქტომბერი იქნა მხარდაჭერილი გარედან და ოთხი თვის თავზეც კი არ გმობენ და არ ემიჯნებიან. დიახ, ეს არის მცდელობა, გარედან ექსტრემიზმის მხარდაჭერისა, ექსტრემისტული მოძრაობების დაკვეთისა რათა თავიანთი მომხრეების რადიკალიზაცია მოახდინონ და წაიყვანონ ძალადობრივი ქმედებებისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

