გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ბოლო დროს არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ოფიციალური ბერლინი ყოველთვის უფრო ახლოს იქნება ვაშინგტონთან, ვიდრე პეკინთან.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ლექციაზე ვადეპულმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ევროპისა და გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.
მისივე თქმით, ევროპა უსაფრთხოების თვალსაზრისით მასზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმ საკითხებისა, რომლებიც ამჟამად ვაშინგტონს რეგიონისგან „აშორებს“.
„პრეზიდენტ სი ძინპინისკენ გაშლილი ხელებით წასვლა და იმის თქმა, რომ ყველა ჩვენი პრობლემა ამ წამსვე გაქრა და ჩვენ მხოლოდ თქვენი დიდი პარტნიორი გავხდებით, არასწორი პასუხი იქნება“, – განაცხადა ვადეპულმა.
ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ერთიანი რეაქცია გრენლანდიასთან დაკავშირებულ აჩვენებს, რომ გაერთიანებას შეუძლია წარმატებით დაიცვას თავისი ინტერესები, თუ ნათლად განსაზღვრავს თავის წითელ ხაზებს.

