ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან, დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზად არიან, თითები ჩახმახზე აქვთ, რათა დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ჩვენს საყვარელ ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე ნებისმიერ აგრესიას“,- წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 12-დღიანი ომის გამოცდილებამ გააძლიერა ირანის უნარი, „კიდევ უფრო ძლიერად, სწრაფად და ღრმად“ უპასუხოს ნებისმიერ მომავალ საფრთხეს.
ამასთან, არაღჩის თქმით, ირანი ყოველთვის მიესალმებოდა ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას, იძულების, მუქარისა და დაშინების გარეშე.

