მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებამ სერიალ “შუა ქალაქიდან” გაიცნო და შეიყვარა. ის სერიალში სანდროს როლს ასრულებდა. სანდრო სერიალში წარმოადგენს “ინტელიგენტი თბილისელის” ერთგვარ კარიკატურას, რომელიც მუდმივად ცდილობს წესრიგის და ლოგიკის შენარჩუნებას იმ ქაოსში, რასაც ღლონტები და მათი მეზობლები ქმნიან, თუმცა მისი დაბნეულობა ამ სიტუაციებს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.
ჯაბა კილაძე, სერიალის გარდა, თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ იხილოთ – ის მოქმედი მსახიობია და მისი როლები ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.
ჯაბა კილაძეს დღემდე ბევრი მოიხსენიებს “სანდროს” სახელით, მისი ყოველი გამოჩენა კი ნოსტალგიასთან, ლამაზ მოგონებებთან ასოცირდება – სწორედ ამიტომაა, რომ მას დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მისი ფოტოები ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად.


