ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსი – „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარულმა სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა – „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო. ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში – „მიქსი“, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა, შესარჩევ ტურში გამოვლენილი ცხრა საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის, გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენის და მათი მხარდაჭერა-პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება.

„სტუ სტარი“, რომელმაც მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა სტუდენტთა შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, ხოლო ორგანიზატორი ავტორთან ერთად – სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. „სტუ სტარი 2026“-ის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი ქეთევან ოძელაშვილი, მონაწილეთა შეფასებას ახორციელებს 5-წევრიანი ჟიური, რომლის მეხუთე წევრი თითოეული ტურის მუსიკალური ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება.

ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში „სტუ სტარის“ მონაწილე სტუდენტებს მიესალმა და წარმატება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისეთი ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც უნივერსიტეტის მდიდარ შემოქმედებით და კულტურულ ტრადიციებს აგრძელებს.

„სიხარულითა და სიყვარულით მივესალმებით ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს – კონკურსის მონაწილეებს, რომელთა მონდომებით, შრომით, ნიჭიერებითა და მუსიკისადმი სიყვარულით წლევანდელი „სტუ სტარი“ დაუვიწყარი გახდება სტუდენტებისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. მადლობას ვუხდი კონკურსის ავტორს, ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, „სტუ სტარი 2026“ წარმატებით განხორციელება. მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს ვატო ბააკაშვილს, მოწვეულ სტუმრებს, ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც მზად არიან კონკურსის სამივე ტურზე დაუღალავად უგულშემატკივრონ ფავორიტ შემსრულებლებს.

ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რასაც სტუდენტობის პერიოდში მათ თავიანთი ალმა-მატერი სთავაზობს. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი „სტუ სტარი“ არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გამოავლენს და გაუხსნის გზას.

ეს კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემით იმართება და არ არის შემთხვევითი, რომ პროექტიც ჩვენი უნივერსიტეტის 90-იანი წლების ახალგაზრდობის ლიდერისა და კურსდამთავრებულის, ახალგაზრდული იდეებითა თუ პროექტებით გამორჩეული და მშობლიურ უნივერსიტეტზე უზომოდ მზრუნველი ადამიანის – გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება – ნიშნად უსასრულო კავშირისა წარსულსა და აწმყოს შორის და სწრაფვისა საუკეთესო მომავლისკენ. კონკურსი ხელს უწყობს სტუდენტებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობის პრინციპებს. სწორედ მსგავსი პროექტებით იბადებიან სცენის ახალი ვარსკვლავები, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო თუ ჰუმანიტარულ დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ სხვა განსაკუთრებული ნიჭით, მათ შორის შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

კონკურსის I ტურის დაწყებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, გოგა გიორგობიანის ხსოვნის პატივსაცემად, მისმა მემორიალურმა ფოტომ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა, პედაგოგთა და სახელოვან კურსდამთავრებულთა გალერეაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. ცერემონიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გოგა გიორგობიანი ოჯახის წევრები და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.

კონკურსის I ტურის მონაწილე სტუდენტები – სამშენებლო ფაკულტეტიდან რეზო ჭიპაშვილი, არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან ნინი ჯაფარიძე და თემუკა ცინცაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან თაკო ტარუღიშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან რუსა მელიქიძე, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტიდან ნურანა შიუკაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან მარიამ ნარიმანიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან ნინი იმნაძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან იკაკო ალექსიძე – მაყურებლის წინაშე ცოცხალი ბენდის თანხლებით, ქართული და უცხოური ჰიტებით წარსდგნენ და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარის“ II ტურში, თემით „კინომუსიკა“, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე ცნობილი კინომელოდიების ინტერპრეტაციებით მხოლოდ შვიდი საუკეთესო შემსრულებელი წარსდგება.

სტუ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 მარტს, „სტუ სტარის“ ფინალურ ღონისძიებაში 5 ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას. ჟიური კონკურსის გამარჯვებულ ორ სტუდენტს – 2026 წლის „სტუ სტარს“ და II საპრიზო ადგილზე გასულ შემსრულებელს გამოავლენს; რაც შეეხება „სტუ სტარის“ გალა კონცერტს, მასში მონაწილეობას ყველა კონკურსანტი მიიღებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება – დისპლაზია დაემართა

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება - დისპლაზია დაემართა. პატარა მარიამი იმყოფება გერმანიაში - აქვს ძლიერი ტკივილები, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია. დახმარების მსურველებს თანხა კომენტარებში მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ. GE21TB7925445064300049 მიმღები: ლ.კ.

🎥განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე – რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? - ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.„მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან.ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ...ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი. 

რობერტ ფიცო – სლოვაკეთი „მშვიდობის საბჭოში“ არ გაწევრიანდება

სლოვაკეთი არ გაწევრიანდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, – ამის შესახებ რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ფიცოს თქმით, ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს, თუ ეს გაერო-ს მსგავსია.როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კონცენტრირებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.„სლოვაკეთს აქვს უზარმაზარი ინტერესი გახდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 2028-2029 წლებში. ჩვენი ყველა ვიზიტის დროს ვთხოვთ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ ჩვენს წევრობას უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა ფიცომ.მისივე თქმით, სლოვაკეთი არ აპირებს, დააფინანსოს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაფერი დაწვრილებით არ იციან.„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არასოდეს დახარჯავს საწევრო შენატანს ასეთ ინსტიტუციაში გაწევრიანებისთვის. თუ არსებობს იდეა, რომლის შესახებ ჩვენც ჯერ ცოტა ვიცით და უნდა გადავიხადოთ რაიმე მილიარდი ევრო ან მილიარდი დოლარი, წინასწარ ვამბობ: არა. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ფიცომ.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მადლიერებით უნდა უარყოს ეს მოწვევა, რათა აღარ დაკარგონ ამაზე დრო.

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – გარდაბანში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო."ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო”, - ნათქვამია განცხადებაში.ინფორმაციისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული. ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე იყო დაანონსებული

ბოლო სიახლეები