ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 66.93 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.23 მილიარდი ლარით, ანუ 1.87%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 15.78% შეადგინა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 447.02 მილიონი ლარით, ანუ 1.42%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 4.90%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 52.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.49% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.60%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.27%, ხოლო ევროს წილმა 20.07% შეადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება – დისპლაზია დაემართა

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება - დისპლაზია დაემართა. პატარა მარიამი იმყოფება გერმანიაში - აქვს ძლიერი ტკივილები, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია. დახმარების მსურველებს თანხა კომენტარებში მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ. GE21TB7925445064300049 მიმღები: ლ.კ.

🎥განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე – რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? - ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.„მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან.ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ...ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი. 

რობერტ ფიცო – სლოვაკეთი „მშვიდობის საბჭოში“ არ გაწევრიანდება

სლოვაკეთი არ გაწევრიანდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, – ამის შესახებ რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ფიცოს თქმით, ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს, თუ ეს გაერო-ს მსგავსია.როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კონცენტრირებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.„სლოვაკეთს აქვს უზარმაზარი ინტერესი გახდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 2028-2029 წლებში. ჩვენი ყველა ვიზიტის დროს ვთხოვთ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ ჩვენს წევრობას უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა ფიცომ.მისივე თქმით, სლოვაკეთი არ აპირებს, დააფინანსოს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაფერი დაწვრილებით არ იციან.„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არასოდეს დახარჯავს საწევრო შენატანს ასეთ ინსტიტუციაში გაწევრიანებისთვის. თუ არსებობს იდეა, რომლის შესახებ ჩვენც ჯერ ცოტა ვიცით და უნდა გადავიხადოთ რაიმე მილიარდი ევრო ან მილიარდი დოლარი, წინასწარ ვამბობ: არა. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ფიცომ.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მადლიერებით უნდა უარყოს ეს მოწვევა, რათა აღარ დაკარგონ ამაზე დრო.

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – გარდაბანში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო."ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო”, - ნათქვამია განცხადებაში.ინფორმაციისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული. ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე იყო დაანონსებული

ბოლო სიახლეები