სამშაბათი, იანვარი 27, 2026

27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა

2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. “ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე – თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი – ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ – გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ სახელმწიფოებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ – ხათუნა თოთლაძე

ჟენევაში გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო. დელეგაცია ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა."ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ სახელმწიფოებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მათ შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები, გარკვეული კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე აღიარებები, რომელსაც სახელმწიფოები ვერ მალავენ, როდესაც საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივების თუ სხვადასხვა მიმართულებით, რასაც კონკრეტული ეფექტი აქვს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. კითხვა არცერთი არ დარჩა პასუხგაუცემელი, ყველა თემასთან მიმართებით გვქონდა ჩვენ პოზიციები. როგორც წესი, სახელმწიფოები შემდეგ უკვე მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით საიმისოდ, რომ მომავალი ციკლის ფარგლებში კიდევ უფრო უკეთესი ფორმით წარვდგეთ გაეროს წევრი სახელმწიფოების წინაშე და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ამ რეკომენდაციების შემდეგ, უკვე აღების შემთხვევაში გვექნება როგორც შესრულების მდგომარეობა. დაველოდებით ჩვენ ოფიციალურად ამ რეკომენდაციების მიღებას, შემდეგ უკვე განვიხილავთ ქვეყნის შიგნით მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმებით", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

კირ სტარმერი – ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ჩინეთის იგნორირებაც იქნებოდა სისულელე, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, არსებობს ბიზნეს შესაძლებლობები

ჩვენ აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანს არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.პეკინში ვიზიტამდე სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ იქნება იძულებული, აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანი გააკეთოს.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა შეუძლია დონალდ ტრამპის გაღიზიანების ან აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების გარეშე.„ხშირად მთხოვენ, უბრალოდ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო. მე ამას არ ვაკეთებ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ „მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე“, რომლებიც პეკინში ვიზიტმა ბრიტანული ბიზნესისთვის უნდა მოიტანოს.„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ეს გვინდა და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან ერთად. ანალოგიურად, სისულელე იქნებოდა უბრალოდ ქვიშაში თავის ჩამალვა და ჩინეთის იგნორირება, როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და არსებობს ბიზნეს შესაძლებლობები“, – აღნიშნა სტარმერმა.კირ სტარმერი ჩინეთი ვიზიტით 28-31 იანვარს ჩავა. უკანასკნელად ჩინეთში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რვა წლის წინ იმყოფებოდა.

გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, საქართველო ომის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ იმავე პოზიციაში, რაც ჰქონდა.„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა.აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. უფლებადამცველის თქმით, მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცის, რა ბრალდებით არის დაკავებული ილია ღუდუშაური.ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.

დონალდ ტრამპი – ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.

ბოლო სიახლეები