სამშაბათი, იანვარი 20, 2026

„ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას… ერთმანეთი აღარ დავჭამოთ“ – მეუფე იაკობი

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ და ეკლესიამ საზოგადოება უნდა შეარიგოს.

მეუფემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

„ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო. ჩვენს უწმინდესს, წმინდა სინოდს, ეკლესიის ყველა შვილს, ჩვენს მთავრობას და მხედრობას, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ ამ დიდ დღეს, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი რატომ დარბიან. რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს. ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას. ნურავინ დავიბრალებთ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდაო. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012 წლიდან და არც 2026 წლიდან დაიწყება. მუდმივ პროცესში ვართ. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. გვეყო ეს ყველაფერი. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად მივიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს, ცოტა ხანი იქნები და მერე არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არცერთი პარლამენტარი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს სჭირდება.

„ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, გაყოფილი როგორია ახლა, სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კიდევ შეშინებულები არიან. არ შეიძლება ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს ჩვენი ასეთი დაყოფა? ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. ერთმანეთთან კარგად ვიყოთ, არ ვმტრობდეთ, უცხოეთში არ გავრბოდეთ, მოდი დაგვეხმარეო. ასე არ შეიძლება“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ.რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.

რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა – დეკანოზის განმარტება

რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა, – ამ საკითხთამ დაკავშირებით წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე საუბრობს.„რაც შეეხება წყლის თვისებას, მან სხვა დატვირთვა მიიღო მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩავიდა წყალში მოსანათლად. მოგეხსენებათ, უფალმა თავმდაბლობით ნათელ იღო იოანე ნათლისმცემლის მიერ, თუმცა მას ეს ნათლობა არ ესაჭიროებოდა, პირიქით, მაცხოვარი კი არ მონათლა იოანემ, არამედ მაცხოვრის წყალში ჩასვლით განიწმინდა და განინათლა ყოველივე ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ზუსტად ამ დროს ჩაინერგა წყალში ღვთიური მადლი, რის შედეგადაც ამდენ ხანს ეშმაკებით გავსებული წყალი სრულიად განიწმინდა. ასეთი განწმენდილი წყალი დაედო ზღვარად ძველსა და ახალ აღთქმას და სწორედ ამ წყლით მოხდა ძველი კაცის ბუნების განახლება – პირველქმნილი ადამის ცოდვისგან გამოხსნა.წყლის კურთხევის ორი ფორმა არსებობს: დიდი და მცირე. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა: ნათლისღებისა (19 იანვარი) და მის წინა დღეს, 18 იანვარს. ხოლო მცირე აიაზმის კურთხევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ დიდი აიაზმის წყალს, რომელიც მრავლდება მისი სხვა წყალში ზემოდან ჩამატებით. ნაკურთხ წყალს აქვს ადამიანის განახლების, ცოდვების მიტევების, ბოროტთა განსხმისა და კურნების ძალა, რაც მან უფლის მადლის ჩანერგვის შემდეგ მიიღო. ეს არის წყლის სულიერი თვისებები. ნაკურთხი წყლის ფიზიკური სტრუქტურაც იცვლება, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია სამეცნიერო კვლევებს და აუხსნელია ნებისმიერი დიდი მეცნიერებისათვის.ნაკურთხი წყლის მიღებას განსაკუთრებული მორიდება სჭირდება. ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. ნაკურთხი წყალი უნდა მივიღოთ, როგორც წამალი, საკურნებელი და არა როგორც წყურვილის მოსაკლავი. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს, ძილში დაცემის, ან სხვა შებილწვისას. ნაკურთხი წყლით აპკურებდნენ საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს და ა.შ. დღესაც ნაკურთხი წყალი ყველაფერსა და ყველა ადგილს უნდა ვაპკუროთ: ახალ ნაყიდ ნივთებს, საკვებს და სხვ. ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ ადგილზე, ანუ სამლოცველო კუთხეში უნდა ინახებოდეს, სუფთად და კრძალულებით. ქრისტეს ნათლისღებიდან მოყოლებული ნაკურთხი წყალი უამრავ სასწაულს ახდენს. ამის მაგალითი ბევრია… დღესაც შეიძლება ვიხილოთ სასწაული, როდესაც სულიერ თუ ხორციელ ავადმყოფს ასხურებენ ნაკურთხ წყალს და ისინი იკურნებიან. ეს გასაგებიცაა, რადგან ესაა უფლის უდიდესი, ჩვენთვის აუხსნელი საიდუმლო“, – საუბრობს დეკანოზი.

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.„ვალენტინო გარავანი დღეს რომში, საკუთარ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“, – წერს დიზაინერის ფონდი „ინსტაგრამზე“.გამოცემის ინფორმაციით, ვალენტინოს პარასკევს რომში დაკრძალავენ.

მოსალოდნელია ზვავსაშიშროება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე – ლიპყინული, მთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

„გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი…“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი თოვლიან დღეებში ბავშვების გარე აქტივობებს ეხმაურება და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები. ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, - წერს პედიატრი.

ბოლო სიახლეები