ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

-18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება! – განახლებული ამინდის პროგნოზი

17  იანვარი – შაბათი

დასავლეთ საქართველოში  – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთაში ქარბუქი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -8, -3°.

18  იანვარი – კვირა

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში  ნალექი,  უმეტესად თოვლის სახით,ღამით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით -2, +3°, მთაში ღამით -8, -3°,  დღისით -3, +2°; მაღალმთაში ღამით -13, -8°,  დღისით -7, -2°,

19  იანვარი – ორშაბათი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით -3, +2°, მთაში ღამით -7, -2°,ზოგან -12°-მდე, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -13, -8°, ზოგან -16°-მდე, დღისით -9, -4°,

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალი დენ კეინი – ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით

ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ „ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით“, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ძალები უფრო ღრმად შეიჭრებიან ირანის ტერიტორიაზე და სამხედროებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას შეუქმნიან.კეინმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გაშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა აშშ-ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების დაწყების შემდეგ.დენ კეინის თქმით, რაკეტებისა და დრონების აქტივობის შემცირებამ აშშ-ის ძალებს საშუალება მისცა, გაეფართოებინა ოპერატიული უპირატესობა.„ამ პროგრესმა ცენტრალურ სარდლობას საშუალება მისცა, დაემყარებინა ლოკალიზებული საჰაერო უპირატესობა ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე და გაერღვია მათი თავდაცვითი სისტემა სიზუსტითა და ცეცხლსასროლი ძალით“, – განაცხადა დენ კეინმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, საქმე ეხება ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად როცა აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოლაპარაკების მაგიდის აფეთქება ზიზღის გამო“, – დაწერა აბას არაღჩიმ. 

ბოლო სიახლეები